18:17 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-26 17:01:17, 485 ნახვა

სამართალი
ღოღობერიძე ვარაუდობს, რომ თამაზ ჭაღალიძე საქართველოში ჩამოვა და სამართალდამცავებს ჩაბარდება

ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატის, მერაბ ღოღობერიძის, ვარაუდით, სირიაში მებრძოლი ქართველი მუსლიმი თამაზ ჭაღალიძე საქართველოში ჩამოვა და სამართალდამცავებს ჩაბარდება.

როგორც ღოღობერიძემ „ექსპრესნიუსის“ ჟურნალისტს პირად საუბარში განუცხადა, თუ ჭაღალიძე ქართველ სამართალდამცავებს ჩაბარდება, ამით სირიაში რადიკალ მებრძოლებს აჩვენებს,რომ "საქართველოში მუსლიმებს ებრძვიან" 

ღოღობერიძის თქმით, ჭაღალიძის მსგავსმა საქციელმა შესაძლოა, რადიკალი მუსლიმების გაღიზიანება და მათი მხრიდან ცუდი ქმედებები გამოიწვიოს.

ღოღობერიძე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტული სააგენტოს თანამშრომლებმა დაკითხეს.

როგორც მან დაკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა, გამოძიებას მასთან კითხვები  თამაზ ჭაღალიძესთან მიმოწერის თაობაზე ჰქონდა, რომელიც  რამდენიმე დღის წინ გაასაჯაროვა.

ღოღობერიძისთვის დაკითხვაზე ცნობილი გახდა, რომ გამოძიება ყველა იმ ადამიანის დაკითხვას აპირებს, ვისაც ჭაღალიძესთან შეხება ჰქონდა. ღოღობერიძის  განმარტებით, , გამოძიებამ შესაძლოა, ჟურნალისტებიც დაკითხოს.

„დავიკითხე ანტიტერორისტული სამსახურის თანამშრომლების მიერ. დაკითხვა 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა და ის კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ გამოძიება აპირებს ყველა იმ ადამიანის დაკითხვას, ვისაც მასთან შეხება ჰქონდა და ესენი არიან ჟურნალისტებიც და ჩვეულებრივი მოქალაქეებიც, მათ ყველა ჩვენთაგანზე გააჩნიათ ინფორმაცია“, - განაცხადა ღოღობერიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ISIS-ის ქართველი მებრძოლის თამაზ ჭაღალიძის განცხადებაზე გამოძიება 15 იანვარს დაიწყო.

გამოძიება სსკ-ის 330-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ნიშნავს საქვეყნოდ ინფორმაციის გავრცელებას, ან სხვაგვარ მიწოდებას ამ კოდექსის 323-ე–330-ე, 3302 და 3311 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენისაკენ მოწოდების მიზნით, თუ ეს ქმედება, მიუხედავად იმისა, შეიცავს თუ არა იგი დანაშაულის ჩადენისაკენ პირდაპირ მოწოდებას,  ასეთი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს წარმოშობს.  ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.

შეგახსენებთ, ბათუმელმა რადიკალმა მუსლიმმა, 27 წლის თამაზ ჭაღალიძემ, რომელიც სირიაშია და საბრძოლო მოქმედებებში  მონაწილეობს, საქართველოში მცხოვრებ ქრისტიანებს და სამღვდელოებას მუქარის წერილით მიმართა.

ჭაღალიძემ მიმართვა სოციალური ქსელის პირად გვერდზე გაავრცელა.

„ყურადღება! საქართველოს ქააფირებს მივმართავ ვინც ისლამისა და მუსლიმანების წინააღმდეგ რამე ჩაიდინეთ ნატო-ს მისიებით ერაყში, ავღანეთში, აფრიკაში, თუ საქართველოში ლაფანყურში, პანკისში, გურიაში, აჭარაში, ჯავახეთსა თუ სხვა რეგიონებში, ყველა ფაქტი გვახსოვს და ყველა მონაწილის სახელი და გვარი ვიცით. ვიცით ყველა კაკებეშნიკი ვინც ჩვენს ძმებს შეურაცხყოფას აყენებს. ვიცით ყველა თქვენი ნამოქმედარი. ამ ყველაფერზე პასუხს აგებთ თქვენი ბინძური ქააფირი სისხლით. გაფრთხილებთ კიდევ ერთხელ! არ გაბედოთ, რომელიმე მუსლიმ ძმაზე ხელის აღმართვა ან, რომელიმე მეჩეთზე, ან ნებისმიერ თემაზე, სადაც ისლამი ურევია, თორე ერთ დღეს, რომ საქართველოში შავი დროშები აფრიალდება გასაქცევს მოძებნით. გპირდებით დაჩოქილ ვედრებას დაგაწყებინებთ ტელევიზიით. გაჩენას ინანებთ, თქვე, ვირთხებო თქვენა. საპატრიარქოს აჭარლების და აჭარის პრობლემებისთვის ისეთ დღეში ჩაგაგდებთ, რომ თქვე ანაფორიანო ვირთხებო ინატრებთ, რომ ქვეწარმავლად გავჩენილიყავითო. ვფიცავ ალლაჰს მწარედ ინანებთ თქვენი ბინძური სისხლით პასუხს აგებთ ყველა ქააფირი. ერთი შანსი აქვთ მოქალაქეებს, ისლამი აღიარონ და ხალიფატს დაემორჩილონ“, – წერს თამაზ ჭაღალიძე.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტში პოლიტიკურმა ჯგუფებმა საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტი მოამზადეს
ხაბეიშვილი - არავის სანქცირება არ გვიხარია - გვირჩევნია, დასანქცირების ნაცვლად, რუსული კანონი გაიწვიონ
სსიპ ვახტანგ პაპუნიძის დაბა ქედის საჯარო სკოლაში, „ეტალონის“ პრინციპებზე დაყრდნობილი ფორმატის ღონისძიება-კონკურსი „ეტალონის გუნდური ჩემპიონატი“ გაიმართა
Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics