03:49 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-26 20:18:16, 573 ნახვა

სხვადასხვა
მებაჟე ოფიცრებმა პროფესიული დღესასწაული იზეიმეს

26 იანვარს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა მებაჟე ოფიცერთა პროფესიულიდღესასწაული - საბაჟოს საერთაშორისო დღე აღნიშნა. უკვე რამდენიმე წელია,  მსოფლიოს 179 საბაჟოადმინისტრაციასთან ერთად, ეს დღე საქართველოშიც აღინიშნება.

საზეიმო ღონისძიება საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა. მას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის,შემოსავლების სამსახურის პარტნიორი კომპანიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მებაჟეოფიცრები საქართველოს ყველა საბაჟო გამშვები პუნქტიდან.

ღონისძიების სტუმრებს მიესალმა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.

მინისტრმა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს მიულოცა პროფესიული დღესასწაულიდა აღნიშნა, რომ 2015 წლის მებაჟის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალურიმდივნის მიერ  დასახელებული დევიზია საზღვრის კოორდინირებული მართვა - დაინტერესებულ მხარეთასრულყოფილი ჩართულობის ყოვლისმომცველი მიდგომა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ეს თემა პირდაპირ ესადაგება საქართველოს საბაჟო სისტემაში უკვე კარგად აპრობირებულმიდგომას - საზღვრის ინტეგრირებულ მართვას, რაც შესაბამისი პოლიტიკის განმსაზღვრელ უწყებებთან მჭიდროთანამშრომლობისა და კოორდინაციის გზით სხვადასხვა საფრთხისგან სახელმწიფოს დაცვას უზრუნველყოფს.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა პარტნიორ ორგანიზაციებს შემოსავლების სამსახურის საბაჟო მიმართულებითმიმდინარე პროექტების განხორციელებაში გაწეული ქმედითი მხარდაჭერისა და რჩევებისათვის, და აღნიშნა, რომ ამმხარდაჭერის გარეშე საქართველოს  ვერ ეყოლებოდა მოდერნიზებული და ეფექტური საბაჟო უწყება. მან, ასევე,ხაზგასმით აღნიშნა იმ კერძო კომპანიებთან შეთანხმებული და ურთიერთ დაინტერესებული თანამშრომლობისმნიშვნელობა, რომელთა მონაწილეობა აუცილებელია საბაჟო პროცედურების წარმართვაში.

ნოდარ ხადურმა მადლობა გადაუხადა მებაჟე ოფიცრებს მუხლჩაუხრელი, 24-საათიანი, თავდადებული შრომისათვისსაქართველოს საზღვრებზე და შემდგომი წარმატებები უსურვა მათ.

საბაჟო საზღვრის დაცვაში კოორდინირებული, ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღებათავის მიმართვაში ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგითაბუაშვილმა და განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახური არ დაიშურებს ძალღონეს, რათა უფრო გაღრმავდეს დაგამტკიცდეს პარტნიორებთან თანამშრომლობა. იმ საზოგადო სარგებლის გათვალისწინებით, რასაც იწვევს საზღვრისკოორდინირებული მართვა, შემოსავლების სამსახურის უფროსმა მოუწოდა ყველას, არ დაიშურონ ძალისხმევა, რომ 2015წელი იქცეს სამაგალითო წლად როგორც უწყებებს შორის, ასევე სახელმწიფო დაწესებულებებსა და კერძო სექტორისწარმომადგენელთა შორის ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობის მიმართულებით.

ღონისძიებაზე 21 მებაჟე ოფიცერი, რომლებმაც განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი პროფესიონალიზმით,კეთილსინდისიერებითა და საქმისადმი ერთგულებით,  მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიერდაწესებული ღირსების მოწმობებით დააჯილდოვეს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics