12:15 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-27 10:27:26, 322 ნახვა

პოლიტიკა
ალექსანდრ ვერშბოუ: საქართველოს აქვს ყველაფერი, რომ ნატო-ს წევრობისთვის მოემზადოს

„საქართველოს აქვს ყველაფერი, რომ ნატო-ს წევრობისთვის მოემზადოს“, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუმ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ვერშბოუმ საქართველოში, ნატო-საქართველოს საწვრთნელი ბაზის გახსნაზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ეს ბაზა წლის ბოლომდე დასრულდება. 

“2014 წელს ჩემი ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო, რომ საქართველოში ვერ ჩამოვედი. მექანიზმები, რომელიც ჩვენ გვქონდა უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად გაფართოვდა, როდესაც ნატო-ში შევთანხმდით საქართველოსთვის არსებითი პაკეტის გადაცემაზე. ამ ყველა მექანიზმთან ერთად არის ერთობლივი წვრთნებიც, საქართველოში გვეყოლება ექსპერტთა და მრჩეველთა ჯგუფი, რომლებიც ერთობლივი საწვრთნელი ბაზის გახსნაზე დაგეხმარებათ, იმედი მაქვს მუშაობა წლის ბოლომდე დასრულდება. საქართველოს აქვს ყველაფერი, რომ ნატო-ს წევრობისთვის მოემზადოს”, - განაცხადა ვერშბოუმ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთავში მასშტაბური, ეკოლოგიური პროექტი ხორციელდება
სოფელ ქვემო გომში დასასვენებელი სკვერი შენდება
მიხეილ სარჯველაძე იტალიის ელჩს შეხვდა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო საზოგადოებასთან და ადგილობრივ თემებთან შეხვედრები მიმდინარეობს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics