16:37 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-27 11:40:50, 350 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი: მჯერა, ვახტანგ გომელაური საქმის ერთგული იქნება და ხალხის იმედს გაამართლებს

იუსტიციის მინისტრი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე  ვახტანგ გომელაურის დანიშვნას მიესალმება.   თეა წულუკიანის განცხადებით, შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი უსამართლობისა და ძალადობის წინააღმდეგ, მისი და მისი თანაგუნდელების თანამებრძოლი იყო.

თეა წულუკიანი  ვახტანგ გომელაურს წარმატებას უსურვებს.

„ვახტანგ გომელაური ჩვენთან ერთად იყო უსამართლობისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამიტომაც მივესალმები მის დანიშვნას ამ პოზიციაზე და მჯერა, რომ ის იქნება საქმის ერთგული და გაამართლებს ხალხის იმედს. ხალხის იმედი კი არის ის, რომ ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ უსამართლობასთან ბრძოლის გაგრძელებას და ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე“,  −  განაცხადა თეა წულუკიანმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა ქართველი ხალხის მიმართ
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ლოჯისტიკის დღე აღნიშნეს
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
III ა მიკრორაიონის N16 კორპუსთან საგზაო სამუშაოები სრულდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics