13:39 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-27 11:48:50, 337 ნახვა

საზოგადოება
გორში დაუზუსტებელი საკადასტრო საზღვრების მქონე მიწის ნაკვეთების დაზუსტება მიმდინარეობს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ქ. გორში დაუზუსტებელი საკადასტრო საზღვრების მქონე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება მიმდინარეობს. როგორც "ექსპრესნიუსს" სააგენტოდან აცნობეს,   ამ ეტაპზე სამუშაოები 1000 მიწის ნაკვეთზე ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ მესაკუთრეებისთვის მიწის აზომვითი სამუშაოები დამატებითი ხარჯის გარეშე, უფასოდ ხორციელდება. ამ ხარჯს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სრულად ფარავს.
მესაკუთრეები საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის და ელექტრონულ ვერსიებს მიიღებენ. ამას გარდა, მათ სამუშაოების დასრულების შემდეგ მომზადებული ოქმები და სხვა დოკუმენტაციაც გადაეცემათ. პროექტის ფარგლებში სამუშაოები 2200-მდე მიწის ნაკვეთზე ჩატარდება. შეგროვილი მონაცემები კი, ელექტრონულ საკადასტრო რუკაზე აისახება.
მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებს საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთები 2006 წლამდე აქვთ რეგისტრირებული, რუკაზე მათი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, ვინაიდან ამ პერიოდში სააგენტო ელექტრონულ საკადასტრო რუკას არ აწარმოებდა და შესაბამისად, მოქალაქესაც ნაკვეთის ელექტრონული საკადასტრო ნახაზის წარმოდგენა არ ევალებოდა. ამ გარემოებამ დროთა განმავლობაში როგორც მოქალაქეს, ისე სახელმწიფოს გარკვეული პრობლემები შეუქმნა.

2010 წლიდან საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისას, ელექტრონული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარმოდგენა აუცილებელია. აღნიშნული ნახაზი ერთიან საკადასტრო რუკაზე თავსდება. შესაბამისად, რუკაზე ხვდება იდენტიფიცირებული ნაკვეთის ადგილი, საზღვრები, ფართობი და ა.შ.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ერთიანი საკადასტრო ბაზაა შექმნილი, ძველ მონაცემებთან დაკავშირებული პრობლემები კვლავაც არსებობს. ამ პრობლემების აღმოფხვრასა და სრულყოფაზე, დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირებასა და მათი ელექტრონული მონაცემების შექმნაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

ქონების მესაკუთრეების თანადგომისა და დაინტერესების შემთხვევაში, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ხელშეწყობით, რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო საზღვრების დაზუსტების პროექტი მესაკუთრისათვის მაქსიმალურად მისაღებ პირობებში წარიმართება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს - მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა შემცირდა - იდენტიფიცირებულნი იქნებიან პირები, რომლებიც მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ
ჯანდაცვის სამინისტროში იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება
„თიბისი ბანკის“ პარტნიორი ატელიე La Mode შოურუმს ხსნის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics