11:58 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-27 12:52:52, 331 ნახვა

სამართალი
ომბუდსმენი: რამდენიმე უვადო მსაჯვრდებულის შეწყალება შესაძლებელია და ეს საგანგაშო შედეგს არ გამოიწვევს

რამდენიმე თვის  წინ კანონმდებლობაში გარკვეული რეგულაციები შევიდა, თუმცა მას უვადო მსჯავრდებულებისთვის  რაიმე შედეგი არ მოუტანია,-ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით,  ისეთი საკანონმდებლო ცვლილება  უნდა გატარდეს, რომელიც უვადო პატიმრობამისჯილებს  შეეხებათ.

"ამწუთას ჩვენი წარმომადგენლები არიან შესულები გლდანის მე-8 დაწესებულებაში. ჩვენ მათ მდგომარეობას ვეცნობით, თუმცა თვეების გამნმავლობაში გვაქვს მათთან შეხება. ისი პრობლემები, რომლებზეც ისინი საუბრობენ,  რეალურია. რამდენიმე თვის წინ მოხდა გარკვეული რეგულაციების შეტანა, მაგრამ სამწუხაროდ  ამას უვადო მსაჯვრდებულებისთვის რაიმე კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია. ანუ, გარკვეულწილად არის შეცვლილი რეგულაციები,  მაგრამ ის რეგულაციები უნდა მივიდეს თითოეულ მსჯავრდებულამდე",-განაცხადა უჩა  ნანუაშვილმა.

ამასთან, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ რამდენიმე უვადო პატიმრობამისჯილის საქმის განხილვა, თუნდაც შეწყალება, შესაძლებელია და ეს არანაირ საგანგაშო შედეგს არ გამოიწვევს.

"მათ შორის თუნდაც შეწყალების, ან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებულზე. მათი პრობლემებით ხელისუფლბა უნდა დაინტერესდეს. სჭიროა მოხდეს გარკვეული საქმეების გადახედვა, მაგრამ არანაირი მექანიზმი ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. ასევე იყო განხილული რამდენიმე საქმე შეწყალების კომისიაზე, თუმცა აქაც რეალურად არანაირი შედეგი არ დადგა. პირადად მე ვფიქრობ, რომ რამდენიმე უვადო მსჯავრდებულის საქმის განხილვა, თუნდაც შეწყალება არის რეალურად შესაძლებელია, და  ქვეყანაშუ ეს არანაირ საგანგაშო შედეგს არ გამოიწვევს",-განაცხადა  უჩა ნანუაშვილმა.

აღნიშნული განცხადება უჩა ნანუაშვილმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთავში მასშტაბური, ეკოლოგიური პროექტი ხორციელდება.
სოფელ ქვემო გომში დასასვენებელი სკვერი შენდება
მიხეილ სარჯველაძე იტალიის ელჩს შეხვდა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო საზოგადოებასთან და ადგილობრივ თემებთან შეხვედრები მიმდინარეობს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics