14:27 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-27 13:56:44, 998 ნახვა

ეკონომიკა
"ვისოლ ჯგუფმა" ვაჟა-ფშაველას გამზირზე "დანკინ დონატსის" კიდევ ერთი რესტორანი გახსნა

"ვისოლ ჯგუფმა" თბილისში, ვაჟა-ფშაველას  გამზირზე,  ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარედ (მე3 კვარტალი, მე-9 კორპუსი) "დანკინ დონატსის" კიდევ ერთი რესტორანი გახსნა.
"ვისოლ ჯგუფმა" ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ოპერატორთან "დანკინ დონატსთან" ფრანჩაიზინგის  ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა და დღეასდღეობით  უკვე  11 რესტორანია თბილისსა და რეგიონებში ყველასათვის საყვარელი თავშეყრის ადგილი.
2015 წლის ბოლომდე "ვისოლ ჯგუფი" საქართველოში 15 "დანკინ დონატსის" რესტორანს  გახსნის და კიდევ 500-მდე ადამიანს დაასაქმებს.
"ვისოლ ჯგუფისთვის" პატივია და ამავდროულად საამაყო ის, რომ 3 წლიანი მოლაპარაკებების შედეგად, ჩვენ შევძელით ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი და ლეგენდარული ბრენდის  "დანკინ დონატსის" საქართველოში შემოყვანა. ძალიან მოკლე დროში "დანკინ დონატსის" ამერიკული რესტორნები  ყველასათვის საყვარელ  თავშეყრის ადგილად იქცა. მიმდინარე წლის ბოლოს  საქართველოში იფუნქციონირებს  "დანკინ დონატსის" 15 რესტორანი და მომავალ წელს  გაგრძელდება რესტორნების შემდგომი განვითარება. ჩვენ, პირველ რიგში, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს, რომლებმაც შეიყვარეს  "დანკინ დონატსი" და ხშირად სტუმრობენ  ჩვენს რესტორნებს. სასიხარულოა, რომ  მსოფლიოში ცნობილი  დანკინის ყავის  პროდუქტებთან  ერთად, მომხმარებლებში ასევე  დიდი პოპულარობით სარგებლობენ "დანკინ დონატსის" სენდვიჩები, რომლებიც ყოველდღიურად ახალი ინგრედიენტების  გამოყენებით მზადდება და განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამოირჩევა",-განაცხადა "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
"დანკინ დონატსი" ამერიკის ერთ-ერთი  ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის  65 წელია  წარმატების ისტორიას ქმნის  მთელ მსოფლიოში.
"დანკინ დონატსი" მსოფლიოს 40 ქვეყანაშია  წარმოდგენილი. "დანკინ დონატსის" რესტორნებში  მომხმარებელს  საშუალება აქვს დააგემოვნოს უგემრიელესი  სენდვიჩების დიდი ასორტიმენტი, ფუნთუშეული, ცივი და ცხელი სასმელები, უმაღლესი ხარისხის ესპრესო, კაპუჩინო, ლატე, ჩაი და ჩოოლატტა-ს პროდუქტები, მაფინები და კრუასანების  გამოყენებით შექმნილი სხვადასხვა კერძები და მრავალფეროვანი დონატები.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე ოპოზიციას - თუ მერიის თანამშრომელს შეუძლია, თქვენს მიტინგზე მივიდეს, რატომ არ შეუძლია ხელისუფლების დაანონსებულ ზეიმზე მოსვლა?
კალაძე არსენალის მთის პროექტზე - 2011 წლიდან კომპანიაში არ ვარ, არანაირი შეხება და ინტერესი არ მაქვს
კალაძე - არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროკავშირის, როგორც კონკრეტული ევროპარლამენტარები
პრემიერი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ე.წ. ლიბერალების თავდასხმის განსაკუთრებული სამიზნეა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics