04:14 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-27 20:47:59, 321 ნახვა

გიორგი ქადაგიძე: ფასების ზრდის შემთხვევაში, მონეტარულ პოლიტიკას გავამკაცრებთ

„იმ შემთხვევაში თუ,  საზოგადოებაში დღეს არსებული ინფლაციური მოლოდინი ფასების ზრდაში გადაიზრდება, მონეტარულ პოლიტიკას გავამკაცრებთ“, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ლარის კურსთან დაკავშირებით შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისივე განმარტებით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილებას 11 თებერვალს,  მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მიიღებენ. 
„დეტალებში ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რაც არის რეგიონში და საქართველოში, თუ რა არის ის გარე ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენი შემოდინებების მთავარ წყაროებზე, როგორიც არის ექსპორტი, გზავნილები და ა.შ. და მათი გავლენა, მათ შორის გაცვლით კურსზე. ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანაა, ლარის კურსის გაუფასურება დოლართან მიმართებაში საყოველთაო ფასების ზრდაში არ გადაიზარდოს. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია და შესაძლოა, რომ საქონელზე ფასი გაზრდილი იყოს, ჯამურად ფასების საერთო დონის ზრდა დღეს სახეზე არ გვაქვს, ვინაიდან ამაზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ნავთობის გაიაფება და სხვა სასაქონლო ჯგუფებზე საერთაშორისო ფასების დონის შემცირება. ასევე კლების მიმართულებაზე მოქმედებს ის ფაქტორი, რომ ჩვენს მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან ლარი გაუფასურებული არ არის. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ის ინფლაციური მოლოდინი , რომელიც დღეს საზოგადოებაშია, გადაიზარდა ან არსებობს საფრთხე რომ გადაიზარდოს ფასების მნიშვნელოვან ზრდაში, ჩვენ შესაბამის პოლიტიკას გავატარებთ და ადეკვატურ რეაგირებას მოვახდენთ. ადეკვატური რეაგირება ამ შემთხვევაში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება იქნება, რომლის შესახებაც გადაწყვეტილებას 11 თებერვალს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დროს მივიღებთ. უახლოეს დღეებში გვექნება თებერვლის მონაცემები, როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის, გვექნება ინფლაციის წინასწარი მონაცემები და ამ მონაცემებზე დაყრდნობით მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ქადაგიძემ




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics