17:13 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-27 15:08:59, 469 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: ნატო-ს მოაქვს მშვიდობა

სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საქართველოს ევროპული არჩევანის ურყევობასა და უსაფრთხოების კუთხით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, ნატო დღევანდელ მსოფლიოში უსაფრთხოების არქიტექტურის თვალსაზრისით, მშვიდობის უზრუნველყოფის ყველაზე მძლავრი და ეფექტური მექანიზმია და მისი  გაფართოებით,  თავისუფლების საზღვრები ფართოვდება. მისივე თქმით, ვინაიდან ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მთავარი ამოცანა, საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის მზადებაა, "ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდის ამბიცია, პაკეტის დროულად და ეფექტურად განხორციელებაა.
"საქართველოს არჩევანი ცხადზე უცხადესია. ვიღწვით დემოკრატიული, განვითარებული, სტაბილური და მშვიდობიანი ქვეყნების ოჯახის წევრობისთვის. ნატო დღევანდელ მსოფლიოში უსაფრთხოების არქიტექტურის თვალსაზრისით, მშვიდობის უზრუნველყოფის ყველაზე მძლავრი და ეფექტური მექანიზმია.ნატო-ს გაფართოებით, ფართოვდება თავისუფლების საზღვრები.ძლიერდება უსაფრთხოების რკალი და დედამიწის უფრო მეტ სეგმენტზე ისადგურებს მშვიდობა.ნატო-ს მოაქვს მშვიდობა.საქართველოს ევროპულ ოჯახში წევრობა ბევრი თაობის ოცნება იყო.დამოუკიდებელი საქართველოს დღევანდელ თაობას, ჩვენს ახალგაზრდებს გვაქვს ამბიცია, რომ მრავალი ქართველთა თაობის ოცნება რეალობად ვაქციოთ. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის დროულად და ეფექტურად განხორციელება, ჩვენი პოლიტიკური გუნდის, პრემიერ-მინისტრის, მთავრობის, პარლამენტის და ქვეყნის მთავარსარდლის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, ვინაიდან თავად არსებითი პაკეტის, მთავარი ამოცანა, საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის მზადებაა",-განაცხადა თინა ხიდაშელმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში „საქართველოს ბანკის“ Ads Manager-ს შეასწავლიან
კობახიძე - ევროპარლამენტარებმა ვერ მოიშალეს ზრუნვა სააკაშვილზე - ეს არის ინდიკატორი, ამ ადამიანებს სინამდვილეში რა ამოძრავებთ
აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო გამოფენებზე გრძელდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics