02:37 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-27 16:11:31, 500 ნახვა

პოლიტიკა
სტოლტენბერგი: ცენტრი არა მხოლოდ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დაეხმარება, არამედ უმნიშვნელოვანესი იქნება მოკავშირეთა ძალების მომზადებისთვის

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი არა მხოლოდ საქართველოს შეიარაღებული ძალების დამხმარე იქნება, ასევე უმნიშვნელოვანესი იქნება მოკავშირეთა ძალების მომზადებისთვის.

მისი თქმით, დღევანდელი ღონისძიება ხაზს უსვამს ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს ნატო-საქართველოს ურთიერთობაში.

"გაერთიანებული წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნის თვალსაზრისით ჩვენი თანამშრომლობა დამატებით განვითარდება. საქართველო გახდება უფრო მეტად თავსებადი ნატო-სთან, ნატო უფრო ფართოდ იქნება წარმოდგენილი საქართველოში და ჩვენი ხილვადობა ასევე ამაღლდება ქვეყანაში. საქართველოს წვლილი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროში კიდევ უფრო გაიზრდება. ცენტრი გახლავთ იმის დემონსტრირება თუ რა ერთგულებით არიან აღჭურვილები საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ნატოს ჯარისკაცებთან ერთად მსახურობდნენ საერთაშორისო მისიებში, რა თქმა უნდა, მათი ჩათვლით, ვინც თავი დადო საერთაშორისო ოპერაციებში და ჩვენ ჯეროვანი პატივი გვინდა მივაგოთ მათ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ცენტრი საქართველოს დახმარების აღმომჩენი იქნება, რათა 21-ე საუკუნის გამოწვებს დაუპირისპირდეს.

"ცენტრი საქართველოსთვის დახმარების აღმომჩენი იქნება, რათა საქართველოს შეიარაღებული ძალები უფრო თანამედროვე, უფრო მაღალი ბრძოლისუნარიანობით იყოს აღჭურვილი, იმისთვის, რომ 21-ე საუკუნის გამოწვევებს დაუპირისპირდეს. ცენტრი არა მხოლოდ საქართველოს შეიარაღებული ძალების დამხმარე იქნება, ასევე უმნიშვნელოვანესი იქნება მოკავშირეთა ძალების მომზადებისთვის და გააუმჯობესებს თანამშრომლობას საქართველოსა და სხვა ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის. საქართველოსა და ნატო-ს სხვა პარტნიორ ქვეყნებს საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდათ ავღანურ მისიაში იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ითანამშრომლონ. მომავალში სხვა ღონისძიებებიდან გამომდინარე, თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ არსებობს, სანამ აღნიშნული ცენტრი სრული დატვირთვით ამუშავდება. ცენტრი არ არის მხოლოდ შენობა და მხოლოდ ოფისები. მასში შედის პოლიგონები, სხვადასხვა ობიექტები მთელი საქართველოს მასშტაბით. ქართული და ალიანსის პერსონალი ერთად იმუშავებს იმისთვის, რომ ერთობლივი წვლილი შეიტანონ საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. გასულ სექტემბერს, ნატო-ს ლიდერები და საქართველოს ხელმძღვანელობა მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ აღნიშნული ცენტრი უნდა დაარსებულიყო. ჩვენ ეს ვალდებულება ვადებში შევასრულეთ. ნატო საქართველოს დაპირდა სერიოზულ მხარდაჭერას რათა სტიმული მისცეს საქართველოს თავდაცვის სფეროში რეფორმებს. დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთი კონკრეტული ნაბიჯია ამ დაპირების შესრულების საკითხში", - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics