18:47 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-28 10:21:39, 532 ნახვა

საზოგადოება
კახა კახიშვილი ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი   კახა კახიშვილი ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს კრიატიან ურსეს  და  ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილეს ალესანდრო სავარისს შეხვდა. 

უწყების ინფორმაციით, გაცნობით შეხვედრაზე  მინისტრმა და სტუმრებმა ევროპის საბჭოსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს შორის არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა მადლიერებით  აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისი აქტიურად თანამშრომლობს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან და ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს  სასჯელაღსრულების სისტემაში ევროპული სტანდარტების დანერგვაში. 

2013 წლიდან დღემდე  ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგებზე  სისტემის 1000-ზე მეტი თანამშრომელი გადამზადდა.  ციხის რეჟიმის 24-მა ახლად აყვანილმა თანამშრომელმა  უკვე გაიარა გრძელვადიანი მომზადების პროგრამა, ხოლო  25 ამჟამად გადის მომზადებას. 

პროექტის ხელშეწყობითა და ევროპის საბჭოს ექსპერტების ჩართულობით მომზადდა და დამტკიცდა სისტემის ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანი სამართლებრივი აქტები, ინსტრუქციები და სტანდარტები. ერთერთი ასეთი დოკუმენტი- პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების სტანდარტები, ადაპტირებულ და 7 ენაზე თარგმნილ გზამკვლევთან ერთად აგვისტოში დაიბეჭდა  და გადაეცა სამინისტროს პატიმრებისთვის დასარიგებლად.
ამავე პროექტით გათვალისწინებულია სასჯელაღსრულების ცენტრალური საავადმყოფოსთვის სამედიცინო აპარატურის შეძენაც. 

ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და  დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ განხორციელება 2013 წლის ივლისში დაიწყო. პროგრამა მიზნად ისახავს  თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ირაკლი ქარქაშაძე - დაპირება, რომ გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე ახალი ავტობუსები მოემსახურებოდა, შესრულებულია
როლანდ ბერიძე ქედის საჯარო სკოლაში სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
EURO 2024-თან დაკავშირებით, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics