2015-08-30 14:35:12, 376 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი სამუშაო ვიზიტით ნიუ-იორკს ეწვევა
პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი სამუშაო ვიზიტით ნიუ-იორკს ეწვევა, სადაც 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით, გაეროს შტაბ-ბინაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მიერ ორგანიზებული, პარლამენტის სპიკერების მე-4 მსოფლიო კონფერენცია გაიმართება. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშულ ფორუმში მონაწილეობას 140-მდე საპარლამენტო ლიდერი მიიღებს. კონფერენციის დღის წესრიგი ფოკუსირებული იქნება მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების საკითხებზე, რომლებიც საპარლამენტო ჭრილში განიხილება. პარლამენტის სპიკერთა მე-4 მსოფლიო კონფერენცია 31 აგვისტოს საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტის, საბერ ჩოდერის, გაეროს გენერალური მდივნის, პან გი მუნისა და გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის, სემ ქუტესას მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნება. სამშაბათს, 1 სექტემბერს, მესამე პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. ვიზიტის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ან ბრასერთან და ეუთოს საპარლამეტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ილკა კანერვასთან. კონფერენციის მიმდინარეობისას, აგრეთვე, დაგეგმილია დავით უსუფაშვილის ორმხრივი შეხვედრები ევროპის, აფრიკის, აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან. ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობას მიიღებს ვიეტნამის ეროვნული დღესასწაულის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაში, რომელიც გაეროს შტაბ-ბინაში 1 სექტემბერს გაიმართება. საპარლამენტთაშორისო კავშირის პარლამენტის სპიკერების მე-4 მსოფლიო კონფერენციაზე სულ ხუთი პლენარული სხდომა გაიმართება. კონფერენიის ფარგლებში დაგეგმილია დეკლარაციის (ინგლ. თარგმნ. „დემოკრატია მშვიდობისა და მდგრადი განვითარებისათვის: ხალხისთვის სასურველი მსოფლიოს შენება”) მიღება. აღნიშნული ფორუმი, უმაღლეს დონეზე, პარლამენტებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის უნიკალური ფორმატია. კონფერენცია ნაწილია იმ რიგი მაღალი დონის შეხვედრებისა, რომლებიც 2015 წლის სექტემბრის ბოლოს, გაეროს სამიტზე შეჯამდება, სადაც ახალი მდგრადი განვითარების მიზნების პროგრამა (SDGs) იქნება მიღებული. პარლამენტის თავმჯდომარეების პირველი მსოფლიო კონფერენცია 2000 წელს ჩატარდა და ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აღნიშნულ ფორუმში მესამედ მიიღებს მონაწილეობას. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს, დაგეგმილია ასევე, დავით უსუფაშვილის ინტერვიუ „ამერიკის ხმის" ქართულ ბიუროსთან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ში სამუშაო ვიზიტს 3 სექტემბერს დაასრულებს. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან ნარჩენების მართვის, სათბური აირების ემისიების შემცირების და მრავალჯერადი გამოყენების შეფუთვის სისტემების დანერგვის მიმართულებით, ახალი პროექტი იწყება
გომელაური - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმას - ხაზგასმით ვამბობ, ეს დაუშვებელია
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაურია - პაპუაშვილმა სამადაშვილი გააძევა
გომელაური - ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანი იყო როგორც დეპუტატების, ისე აქციის მონაწილეების დაცვა
|
ომი უკრაინაშირუსებმა დნიპროზე იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 457 830-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 456 960-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|