17:49 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-31 11:19:05, 361 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ მნიშვნელობას ვანიჭებთ პოლიტიკაში მოაზროვნე ქალების ჩაბმას

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ მარტვილსა და საგარეჯოში შუალედური არჩევნები წარმატებით ჩატარდება.

პრემიერმა საგარეჯოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატად თამარ ხიდაშელი წარადგინა და განაცხადა, რომ ეს არჩევანი მოწმობს, თუ როგორ მნიშვნელობას ანიჭებს მოქმედი ხელისუფლება პოლიტიკაში პროგრესულად მოაზროვნე ქალების ჩაბმას.

„თამარ ხიდაშელი გახლავთ იურისტი, მას განათლება მიღებული აქვს დიდ ბრიტანეთში, ასევე აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებში დიდი გამოცდილება, ამჟამად მუშაობს ევროკავშირის პროექტში და არის ევროკავშირთან ასოცირების მიმართულების არაერთი კვლევის და მონიტორინგის ანგარიშის ავტორი. მას აქვს დიდი შრომა გაწეული იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადოებაში და განსაკუთრებით საჯარო დაწესებულებაში სათანადო მნიშვნელობა მიენიჭებინა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.  თამარ ხიდაშელს  ქონდა პრინციპუილი პოზიცია, მაშინ როცა ყალბდებოდა არჩევნები  და თავისუფალი აზრის გამოხატვისთვის დევნიდნენ ჩვენს მოქალაქეებს. მე მინდა წარმატება ვუსურვო და დარწმუნებული ვარ გამარჯვებას მიაღწევს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

თამარ ხიდაშელმა კოალიცია „ქართულ ოცნებას“ და „რესპუბლიკურ პარტიას“ მაჟრიტარობის კანდიდატად წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი მთავარი საზრუნავი იქნება, თინა ხიდაშელის მიერ მიცემული დაპირებების ბოლომდე მიყვანა.

„კოალიციასთან და რესპუბლიკურ პარტიასთან მე მაერთიანებს ღირებულებები და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე და დავთანმხდი ამ შემოთავაზებას.  ამ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო , მაგრამ ჩავთვალე რომ აუცილებელია გამოვსულიყავი ამ კომფორტის ზონიდან და უშუალოდ ხელისუფლების საშუალებით მეცადა, გამეკეთებინა ის რასაც წლების განმავლობაში ვაკეთებდი. ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა. რაც შეეხება საგარეჯოში საარჩევნო პროგრამას, მცირე დროა დარჩენილი და მთავარი საზრუნავი იქნება თინათინ ხიდაშელის მიერ მიცემული დაპირებების ბოლომდე მიყვანა“,– განაცხადა თამარ ხიდაშელმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ირაკლი ქარქაშაძე - დაპირება, რომ გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე ახალი ავტობუსები მოემსახურებოდა, შესრულებულია
როლანდ ბერიძე ქედის საჯარო სკოლაში სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
EURO 2024-თან დაკავშირებით, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics