07:31 - 11 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-31 11:40:59, 481 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: მჯერა, რომ სოსო დანელია მარტვილში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატად სოსო დანელიას კანდიდატურა წარადგინა.

როგორც პრემიერმა კოალიციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მას სჯერა, რომ სოსო დანელია მარტვილში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„მარტვილის  მაჟორიტარ კანდიდატად წარმოგიდენთ ბატონ სოსო დანელიას. ბატონი სოსო წარმოშობით  მარტვილიდან გახლავთ.  ვფიქრობ, რომ მარტვილელები მის ბიოგრაფიას  კარგად იცნობენ. მას აქვს დიპლომატიურ სფეროში მუშაობის  დიდი გამოცდილება.  ის სხვადასხვა  თანამდებობეზე წლების განმავლობაში მუშაობდა იტალიის რესპუბლიკაში. გარდა ამისა, იგი არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი და მინიჭებული აქვს სამეცნიერო ტიტულები საქართველოსა და ასევე იტალიაში. მჯერა,  რომ ბატონი სოსო მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას  თავის მშობლიურ მარტვილში. ის მაქსიმალურად გამოიყენებს თავის ცოდნას და გამოცდილებას. ბატონი სოსო ჩვენი ხალხის ნამდვილი რჩეული  იქნება ქვეყნის პარლამენტში“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, სოსო დანელიამ  პრემიერ-მინისტრს და კოალიცია „ქართულ ოცნებას“ მადლობა გადაუხადა მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენისთვის და აღნიშნა, რომ თავის გამოცდილებას მარტვილის რაიონის საუკეთესოდ წარმოჩენისთვის გამოიყენებს.

„უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა ბატონო პრემიერო ნდობისთვის.  მადლობა „ქართულ ოცნებას“, რომ გადაწყვიტა ჩემი კანდიდატურა წარედგინა მარტვილის რაიონში, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე.  დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ. დარწმუნებული ვარ,  „ქართული ოცნება“  ისე როგორც საჭიროა   დადებს მაღალ პროცენტს ამ არჩევნებში.  ჩემს გამოცდილებას, რომელიც დამიგროვდა წლების განმავლობაში ჩემს საყვარელ რაიონს და ხალხს მოვახმარ. დარწმუნებული იყავით ამაში ბატონო პრემიერო. მთელ ჩემს ენერგიას გამოვიყენებ იმისთვის, რომ ჩემი რაიონი საუკეთესოდ წარსდგეს“,-განაცხადა სოსო დანელიამ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
18 საერთაშორისო ორგანიზაცია კობახიძეს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაიწვიონ კანონპროექტი და დაიცვან ჟურნალისტების უსაფრთხოება
კობახიძე - კანონის გაუქმებას ითხოვენ, რადგან არავის სიამოვნებს გამჭვირვალობა, ეს გასაგებია, თუმცა ჩვენთვის მისაღები ვერ იქნება
შსს - ერთ-ერთი დაკავებული ამბობს, რომ მელიასგან, ელისაშვილისგან, გვარამიასგან, ვაშაძისგან, ჯაფარიძისგან 1 200 ლარი მიიღო
კალაძე - საჭიროა შევიარაღდეთ სიმართლით და გავაანალიზოთ მიმდინარე პროცესები, რადგან ეს ყველა ჩვენგანის ვალია ქვეყნის წინაშე

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics