01:23 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-31 12:46:53, 409 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბერძენიშვილი: პრეზიდენტის ვეტოს არც გაზიარება და არც დაძლევა არ გაგვიჭირდება

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, როდესაც პარლამენტი შეიკრიბება, „საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონპროექტზე იმსჯელებენ. 

დავით ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ აღნიშნულ კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევა პარლამენტს არ გაუჭირდება.

„ჩვენ ხმა მივეცით ამ კანონის მიღებას და შესაბამისად შევხედავთ რა არის შემოტანილი. მაღალი ალბათობით, პარლამენტი დაიცავს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ჩვენ გაგვიზიარებია კიდეც პრეზიდენტის ვეტო და დაგვიძლევია კიდეც. შევხედავთ, გასაზიარებელია თუ დასაძლევი, არ გაგვიჭირდება არც ერთი“, – აღნიშნა ბერძენიშვილმა. 

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ  „ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტს ვეტო დაადო.

კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საბანკო სფეროს ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ითვალისწინებს.

კერძოდ, იქმნება საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი უქმდება. განხილვის პროცესში პროექტით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი შეიცვალა. მათ შორის ცვლილებები შეეხო სააგენტოს საბჭოს დაკომპლექტებისა და მისი ხელმძღვანელის არჩევის წესებს. ცვლილებების ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თამაზ მეჭიაური და ნოდარ ებანოიძე არიან.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics