2015-08-31 14:28:16, 380 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი: ბოიკოტის აზრს ვერ ვხედავ პარტიებისგან, რომლებსაც არჩევნებში არავითარი პერსპექტივა არ აქვთ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების მხრიდან შუალედური არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადების აზრს ვერ ხედავს. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ბოიიკოტი გარკვეული პოლიტიკური დესტაბილიზაციის მიზანს ისახავს. "ბოიკოტი აზრს ვერ ვხედავ იმ პარტიებისგან, რომელსაც არავითარი პერსპექტივა არ აქვთ არჩევნებში რაიმე წარმატება მოიპოვონ, ეს ერთი, ნაციონალურ მოძრაობაზე აყოლილი პარტიების ჯგუფია, ადრეც მათი სატელიტები. რასაკვირველია, ეს მხოლოდ ბოიკოტის თემას არ ემსახურება, ეს რაღაც გარკვეული პოლიტიკური დესტაბილიზაციის მიზანს ისახავს, მაგრამ ამ პარტიებით არ მთავრდება პარტიული ცხოვრება.არის სხვა პარტიებიც, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ. არიან არასამათავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სხვანაირად ფიქრობენ, ვიდრე სხვა ჯგუფი. ასე რომ, პოლიტიკური სპექტრი მხოლოდ ამ პოლიტიკური პარტიებით არ განისაზღვრება. ირმა ინაშვილისგან ჯერ თავისი პროგრამა და მიზნები არ მომისმენია, მაგრამ ვფიქრობ გარკვეული დასკვნის გაკეთება შეიძლება. არის პარტიები, არა მარტო ირმა ინაშვილის, რომლებიც შეიძლება მონაწილეობას არ ღებულობენ, მაგრამ არც ბოიკოტს არ უერთდებიან. აუცილებელი არ არის, რომ მონაწილეობა იყოს მხოლოდ იმის დამადასტურებელი, რომ ბოიკოტს არ უერთდება. ვნახოთ კიდევ დრო გვიჩვენებს",-განაცხადა გია ვოსლკიმ. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან |
ომი უკრაინაშიზელენსკი - ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 455 340-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 454 420-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|