22:31 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-31 17:29:17, 887 ნახვა

Lifestyle
ბერმონაზონი ილია ვაშაკიძე მეუფე იაკობზე: იგი კაცის მკვლელია

„იგი კაცის მკვლელია, რაც სათანადოდ უნდა გამოიძიოს თავდაცვის სამინისტროს საგამომძიებლო კომიტეტმა“,-ამის შესახებ ბერმონაზონი ილია ვაშაკიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე მეუფე იაკობთან დაკავშირებით წერს.

ბერმონაზონი იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რატომ არ უნდა ჰქონდეს მეუფე იაკობს სამღვდელო ხარისხი.

„იგი კაცის მკვლელია, რაც სათანადოდ უნდა გამოიძიოს თავდაცვის სამინისტროს საგამომძიებლო კომიტეტმა, კერძოდ, 1992 წლის ივლისისა და აგვისტოს მისი და მისი ძმის კახაბერ იაკობიშვილის დისლოკაციისა და ქმედებების ადგილები.. ,,ნუ დადგინდება დიაკვნად, მღვდლად და ეპისკოპოსად პიროვნება, რომელსაც კაცი ჰყავს მოკლული თუნდაც შემთხვევით ჰყავდეს ადამიანი მოკვდინებული" (დიდი სჯულის კანონი)..

 კონსტანტინე იაკობიშვილი დამნაშავეა როგორც საარჩევნო კოდექსის დამრღვევი, რაც იმას ნიშნავს, რომ მან ფეხქვეშ გათელა საქართველოს კონსტიტუცია და ხელჰყო კანონით აკრძალულ პერიოდში ქართველ ამომრჩეველთა ნება და ბინძურად შეეხო ქართველი ხალხის ხმის უფლებას.. ამავდროულად მან დაარღვია წმიდა სინოდის განჩინება დიაკვნებისა, მღვდლებისა და ეპისკოპოსების წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევის აკრძალვის შესახებ, რაც დედა ეკლესიის სწავლებას ეწინააღმდეგება.. ის ვინც წმიდა სინოდის განჩინებას არღვევს უკვე ავტომატურად აღარაა დედა ეკლესიის წევრი..

 კონსტანტინე იაკობაიშვილის ბიოგრაფიიდან 10 წელიწადი იდუმალებითაა მოცული ანუ გამქრალია, რაც ეწინააღმდეგება მოციქულთა კანონს.. ქრისტესმიერ საყვარელნო, ძმანო და დანო, განა არაა არგუმენტები საკმარისი?? თავად იმსჯელეთ.. მე კი ჩემის მხრიდან ზემოთაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე ანაქსიოსს ვუცხადებ ქორეპისკოპოს იაკობ (იაკობიშვილს), რაც საეკლესიო სამართლებრივად ყველანაირად გამართლებულია.. შეუძლიათ დამიბარონ წმიდა სინოდის სხდომაზე ანაქსიოსის გამოცხადების შემდეგ და დედაეკლესიის სწავლების თანახმად წმიდა სინოდის სხდომამდე ქორეპისკოპოსმა იაკობმა უნდა შეაჩეროს მღვდელმსახურება.. ჩემს წმიდა სინოდზე დაბარების შემთხვევაში უფრო ფართო სპექტრით და ძირეულად წარვადგენ მტკიცე და მყარ არგუმენტებს იმის შესახებ, რომ ამ ადამიანის არამც თუ ეპისკოპოსობა, წიგნისმკითხველობაც კი არ ეგების დედა ეკლესიის წიაღში.. მისი ადგილი სტოვაშია კათაკმეველთა შორის.. ამინ!. ამინ!. ამინ!. დანარჩენზე თავად იმსჯელეთ.. ფრიად საინტერესო იქნებოდა თქვენი აზრის მოსმენაც.. საინფორმაციო სააგენტოებს, ვთხოვ, გაავრცელონ ზემოთხსენებული ინფორმაცია რაც შეიძლება მოკლე დროში.. გმადლობთ.. ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით იღუმენი ილია (ვაშაკიძე)..", - წერს  ბერმონაზონი ილია ვაშაკიძე.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics