11:50 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-31 18:15:14, 637 ნახვა

კომენტარი
თინათინ მჟავანაძე: შემაშფოთებელია, როცა არჩევნების წინ, მედიაში მიმდინარე პროცესები კითხვებს ბადებს

„შემაშფოთებელია ის ტენდენცია, როცა მოახლოებული არჩევნების წინ, მედიაში მიმდინარე პროცესები კითხვებს ბადებს“, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსმა თინათინ მჟავანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დემოკრატიის განმტკიცება, თავისუფალი და კონკურენტუნარიანი მედიის გარეშე, შეუძლებელია.

როგორც მჟავანაძემ აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, მედიაში  მიმდინარე პროცესებს ყურადღებით ადევნებს თვალს და საზოგადოებასთან ერთად მედიის კონსტიტუციურ თავისუფლებას დაიცავს. 

„პოლიტიკურად აქტიური და ინფორმირებული საზოგადოება სახელმწიფოს დემოკრატიულობის საფუძველია. ქართული საზოგაოდება ყოველთვის გამოირჩეოდა პოლიტიკური პასუხისმგებლობით. სწორედ ამ საზოგადოების მონაპოვარია თავისუფალი მედია, რომლის მიმართაც ჩვენი მოქალაქეები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან. დემოკრატიის განმტკიცება თავისუფალი და კონკურენტუნარიანი მედიის გარეშე შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, შემაშფოთებელია ის ტენდენცია, როცა მედიაში მიმდინარე პროცესები კითხვებს ბადებს, მით უფრო ახალი პოლიტიკური სეზონის დაწყებისა და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ. საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ქვეყანაში დემოკრატიისა და კონსტიტუციის გარანტი, ყურადღებით ადევნებს მედიაში მიმდინარე პროცესებს და საზოგადოებასთან ერთად დაიცავს მედიის კონსტიტუციურ თავისუფლებას“, – განაცხადა მჟავანაძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ხალხის ძალა“ - ჩვენ შეგვიძლია, ევროპას აგენტოკრატიისგან თავის დაღწევაში დავეხმაროთ
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
შეხვედრა გამოფენის კურატორთან და ხელოვანთან „თიბისი კონცეპტში“
სუს-ის თანამშრომლებმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics