2015-09-01 09:34:30, 776 ნახვა
სამართალი
მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი საქართველოს მოქალაქე ბულგარეთში დააკავეს
მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი საქართველოს მოქალაქე ბულგარეთის რესპუბლიკაში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფიის ინტერპოლის ბიუროს თანამშრომლებმა, თბილისის ინტერპოლის ბიუროსთან თანამშრომლობით, 2009 წლიდან იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს საჩხერის რაიონული სამმართველოს მიერ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი, საქართველოს მოქალაქე, 1971 წელს დაბადებული ზაზა ბ. ბულგარეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სილისტრაში დააკავეს. „ზაზა ბ-მ 2009 წლის 27 სექტემბერს, ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მიზნით, მოქალაქეს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თბილისის ინტერპოლის ბიუროს თანამშრომლებმა ზაზა ბ-ს ექსტრადირება მოახდინეს. იგი სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაშია შესახლებული“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან |
ომი უკრაინაშიზელენსკი - ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 455 340-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 454 420-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|