14:18 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-01 10:15:13, 307 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

4 სექტემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბორგე ბრენდე ეწვევა.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ბორგე ბრენდე ქართველ კოლეგას თამარ ბერუჩაშვილს შეხვდება, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

მინისტრები ასევე ხელს მოაწერენ შეთანხმებას „საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“. აღნიშნული შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზის გაცემის პროცედურის გამარტივების თაობაზე ხელმოწერილი შეთანხმების რეკომენდაციის ნაწილია.

დოკუმენტი ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისათვის ნორვეგიის სამეფოს ტერიტორიაზე მიმოსვლისათვის ხელსაყრელი პირობების შემოღებას. იგი დაარეგულირებს სავიზო მოსაკრებლის ოდენობას, მრავალჯერადი ვიზის გაცემის, ვიზის განაცხადის განხილვისა და ვიზის გაცემასთან დაკავშირებულ სხვა პროცედურებს.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვედრებს გამართავს  საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან და მონაწილეობას მიიღებს 2-4 სექტემბერს დაგეგმილი ამაბასადორიალის მუშაობაში.

ვიზიტის ფარგლებში ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა საოკუპაციო ხაზს. მინისტრი ასევე  პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნათია მერებაშვილმა ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსთან, შნუც დურთან შეხვედრა გამართა
დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისა და მცდელობის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია 2 პირი
ოპოზიციური პარტიები - ვუერთდებით NGO-ების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს და ვიწვევთ მოქალაქეებს - კი ევროპას, არა რუსულ კანონს!

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics