13:21 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-01 10:53:32, 674 ნახვა

სხვადასხვა
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ხვალ მაღალმთიან აჭარას ეწვევა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და მინისტრის პირველი მოადგილე ლევან გორგილაძე ხულოს მუნიციპალიტეტს ეწვევიან.

როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს,  ვიზიტის ფარგლებში მინისტრი და მოადგილე ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელ ბესიკ ბაუჩაძესთან ერთად დიოკნისისა და რიყეთის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს მოინახულებენ, შეხვდებიან სამედიცინო პერსონალს და გაეცნობიან მათი საქმიანობის მიმდინარეობას.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სოფლებში საექიმო კადრების დამაგრების, მათი სოციალურ-ეკონომიური პირობების გაუმჯობესების და სოფლის მოსახლეობისათვის ბაზისური, უწყვეტი სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიზნით ახდენს ექიმების მატერიალურ სტიმულირებას. პროგრამის „სოფლის ექიმების დამატებითი შრომის ანაზღაურება“ ფარგლებში მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების - ქედის, შუახევისა და ხულოს სოფლის ექიმებს ყოველთვიურად ხელფასზე დანამატის სახით ერიცხებათ 300 ლარი, ხოლო ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებს 150 ლარი. მინისტრი ასევე შეხვდება დიოკნისისა და რიყეთის თემების მოსახლეობას და გაეცნობა ჯანდაცვის კუთხით არსებულ პრობლემებს. ივლისის თვეში ნუგზარ სურმანიძე შუახევის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა, მაშინ მინისტრი შუბნისა და ოლადაურის თემების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების საქმიანობას გაეცნო.

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრეზიდენტმა ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს ვეტო დაადო
პაპუაშვილი - ამ აქციებმა და აქციების ორგანიზატორების გაუმჭვირვალობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა კანონის საჭიროება
ელისაშვილი - გულიანად ნაცემი ვარ, ერთი ნეკნი მოტეხილი მაქვს, ტუჩი ჯოლის ჩინური ვერსიასავით მაქვს, სისხლჩაქცევებზე ლაპარაკი არც ღირს
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics