16:05 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-01 11:12:35, 391 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: მინდა გიორგი კვირიკაშვილმა გადაწყვიტოს, თუ სად გააგრძელებს მუშაობას თამარ ბერუჩაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს დაავალა  გადაწყვიტოს, თუ სად გააგრძელებს მუშაობას ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმისთვის და აღნიშნა, რომ ის თავისი საქმის პროფესიონალია.

„მე მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ თამარ ბერუჩაშვილს, რომელიც არის თავისი საქმის პროფესიონალი. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მან გასწია სამუშაო რისთვისაც მე მადლობას ვუხდი. ეს იყო წარმატებული თანამშრომლობის პერიოდი და მე მინდა, რომ ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალმა მინისტრმა გადაწყვიტოს, თუ სად გააგრძელებს ქალბატონი თამარი მუშაობას. რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს გამოკვეთილი ევროპული არჩევანი და ჩვენი ეს მიმართულება გაძლიერდება და გაგრძელდება. ეს არის ჩვენი ქართველი ხალხის არჩევანი და ჩვენ ამ მიმართულებით ვართ უკვე ლიდერი რეგიონში, გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები, რასაც სტაბილურობა სჭირდება“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი ირანის ელჩს შეხვდა
პრემიერი აქციებზე - კარგი არის ის, რომ ერთ ქვაბში იყრება ყველა, ვინც ერთ ქვაბში ისედაც არის მოთავსებული
კასპში "დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის „კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის ფარგლებში, უფასო სამედიცინო აქცია დასრულდა
შსს - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით, ერთი პირი დავაკავეთ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics