07:21 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-01 11:43:18, 581 ნახვა

საზოგადოება
ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დაიწყო

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA) მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დაიწყო, რომელსაც  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე დაესწრო.  შეხვედრას   ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე  მიხეილ ჯანელიძე გაუძღვა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტი ექსპორტის ხელშეწყობაა, საექსპორტო ბაზრებისა და ნაკადების დივერსიფიკაციის გზით.

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ამოქმედების შემდეგ ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (აერთიანებს შვეიცარიას, ნორვეგიას, ისლანდიას და ლიხტენშტეინს) მოლაპარაკებების დაწყება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების თაობაზე ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

 EFTA -თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შედეგად, საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მაღალმყიდველუნარიანი ბაზარი, რომელიც აერთიანებს 4 ქვეყანას და 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს. საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება ხელს შეუწყობს საქართველოს საექსპორტო და საინვესტიციო პოტენციალის ზრდას, ასევე ახალი საწარმოებისა და სამუშაო ადგილების გაჩენას. ამასთან აღსანიშნავია, რომ ეს იქნება პირველი საერთაშორისო შეთანხმება, რომელსაც საქართველო გააფორმებს ისლანდიასა და ლიხტენშტეინთან.

მხარეთა შორის შეხვედრები და მოლაპარეკებების პროცესი 4 სექტემბრამდე გაგრძელდება.

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics