05:33 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-01 11:44:52, 740 ნახვა

კომენტარი
კვირიკაშვილი: შევეცდებით, საქართველოსთვის ყველა საინტერესო მოვლენის მაქსიმალური ტრანსფორმაცია მოხდეს

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ–მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

კვირიკაშვილის თქმით, უმთავრესი პრიორიტეტი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია იქნება და განსაკუთრებული აქცენტი ეკონომიკურ ურთიერთობებზე გაკეთდება.

„ძალიან დიდი პატივია, წარმოვადგენდე საქართველოს უცხოეთში და მაქსიმალურად შევეცდები, რომ ყველაზე საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ ერთობლივად ჩვენი ქვეყანა. რა თქმა უნდა ის პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც საქართველოს აქვს - ევროპული და ევროატლნატიკური ინტეგრაცია იქნება უმთავრესი პრიორიტეტი და განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ასევე ეკონომიკურ ურთერთობებზე, რათა ის ბრწყინვალე პოლიტიკური ურთიერთობები, რომელიც  საქართველოს დასავლეთის ქვეყნებთან გააჩნია, ტრანსფორმირებული იქნას ასეთივე დონის ეკონომიკურ ურთიერთობებში. ეს იქნება პირველი პრიორიტი.  თუმცა, ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება მსოფლიოში პროდასავლური მიმართულების გარდაც და ეს არის რა თქმა უნდა აღმოსავლეთთან ურთიერთობები, ეს არის ახალი მოვლენები ევრაზიის კონტინენტზე და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ყველა ამ საინტერესო მოვლენის მაქსიმალური ტრანსფორმაცია მოხდეს საქართველოსთვის როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics