13:37 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-01 11:51:18, 388 ნახვა

გიგლა აგულაშვილი ანაკლიაში „მომავლის ბანაკს“ სტუმრობდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან ტარიელ ხეჩიკაშვილთან და მხარის გუბერნატორთან ლევან შონიასთან ერთად, ანაკლიაში „მომავლის ბანაკს“ სტუმრობდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრებმა „მომავლის ბანაკის“ წევრებს საკუთარ უწყებებში განხორციელებული და სამომავლო  პროექტები გააცნეს.

გიგლა აგულაშვილმა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოსწავლეებისთვის ლექცია გამართა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრა 2 საათის განმავლობაში ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე მინისტრებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

დღესვე, სამთავრობო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსწავლეებთან ერთად, საფეხბურთო მატჩშიც მიიღეს მონაწილეობა. დღის ბოლოს „მომავლის ბანაკში“ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაც გაიმართა. მოსწავლეები სპორტის 5 სახეობაში - ფეხბურთში, კალათბურთში, ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთსა და ფრენბურთში ერთმანეთს შეეჯიბრებიან. გამარჯვებულ გუნდებს თასები და მედლები გადაეცემათ.

სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი „მომავლის ბანაკს“ საქართველოს მთავრობის განკარგულებით ახორციელებს, რომლის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და შემეცნებით ღონისძიებებში საქართვლოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური ჩართვა. ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა.

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთს თავს დაესხა 50 დრონი, დაზიანდა ელექტრო ქვესადგურები, გაჩნდა ხანძარი ნავთობის საცავში
მედია - სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, თუ სად გაივლის სახელმწიფო საზღვარი
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია - მოვითხოვთ, რომ მთავრობამ ზედმიწევნით დაიცვას გამოხატვის თავისუფლება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics