02:04 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-01 12:01:44, 392 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვანი რეფორმა გაგრძელდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პრემიერ–მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და ვიცე–პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

მან უწყების პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეფორმა თუ პროექტი, გაგრძელდება.

„ მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, ვიცე პრემიერს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის. ყველასთვის ცნობილია, რომ  ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია აღებული ეკონომიკური კურსის უწყვეტობა. მე ახლა ვგრძობ კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას, რათა ყველა ის პროექტი და რეფორმა, რომელიც წამოწყებულია ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის და ბატონი გიორგი კვირიკაშვილის მიერ, იყოს წარმატებული, გაგრძელდეს და წარმატებით დასრულდეს. კერძო სექტორის წახალისება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ტურიზმის სფეროს განვითრება, ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქციის და მომსახურების წარმოებაში საქართველოს პოტენციალის ამაღლება, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში განსახორიცელებელი რეფორმების გატარება, საპენსიო რეფორმა, ქვეყნის ინტერნეტიზაცია, სახელმწიფო ქონების ეფექტური მართვა, სწორედ ეს არის პრიორიტეტები, რომელთა განხორციელებაზე მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო, საქართველოს პრემირ-მინისტრის და ვიცე პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ყველა ეს პრიორიტეტი და მრავალი სხვა ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი რეფორმა თუ პროექტი, გაგრძელდება უწყვეტად“, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics