11:42 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-01 13:45:50, 566 ნახვა

პოლიტიკა
იციკ მოშე: საქართველოს ეკონომიკის გადარჩენის გასაღები ელჩების ხელშია

საქართველო–ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტის იციკ მოშეს შეფასებით, საქართველოს ეკონომიკაში არსებული პრობლემების დროულად გადაჭრისა და ეროვნული ვალუტის - ლარის სიმყარის შენარჩუნების მიზნით, საჭიროა ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი  უცხოური ინვესტიციის მოზიდვა.

ამისთვის კი, მოშეს განცხადებით, მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნის ბიზნეს სექტორთან აქტიური მუშაობა და მათი დარწმუნება, რომ საქართველოში ამჟამად არსებობს ყველანაირი პირობა წარმატებული ბიზნესის წარმოებისთვის.

„ ამ საქმეში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს განსაკუთრებულ როლს ვანიჭებ, რადგან მიმაჩნია, რომ სწორედ მათ შეუძლიათ ყველაზე წარმატებულად აწარმოონ ეს კამპანია.

ამასთან დაკავშირებით, მივმართავ საქართველოს მთავრობას შემდეგი წინადადებებით: პირველ ეტაპზე, ეკონომიკურ კავშირებზე იმუშაონ საკუთარ ელჩებთან და არა სხვა ქვეყნების ელჩებთან.

თბილისში 2-4 სექტემბერს დაგეგმილ ამბასადორიალზე საზღვარგარეთ აკრედიტებულ საქართველოს ელჩებს დაევალოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში ბიზნეს წრეებთან აქტიური მუშაობა და ყოველთვიურად თითო ინვესტორის მოზიდვა.

აქვე შევნიშნავ, რომ ინვესტიციების მოზიდვის საქმეში დიპლომატიური მისიის შესაძლებლობების თვალსაჩინო მაგალითი იყო საქართველოს საელჩოს აქტიური მონაწილეობა ისრაელში თბილისის მერის ვიზიტის ორგანიზებაში, რომელიც საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ინიციატივით განხორციელდა და რომლის შედეგადაც ქვეყანა სულ მალე დამატებით რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიციას მიიღებს. ვფიქრობ, სხვა ქვეყნებშიც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მსგავსი აქტიურობა საქართველოს ეკონომიკისთვის სერიოზული ბიძგის მიმცემი გახდება“, – აღნიშნა იციკ მოშემ. 

მას აგრეთვე მიმაჩნია, რომ  საქართველოში მოქმედი სავაჭრო პალატების მუშაობის ფორმატი უნდა შეიცვალოს.

„კერძოდ, მათზე გაცემული ლიცენზია უნდა მოიცავდეს წელიწადში ორჯერ საქართველოსა და მათ ქვეყანაში ბიზნეს ფორუმის ჩატარებას და ინვესტიციების მოზიდვას.

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა, თავის მხრივ, მზადაა საქართველოს მთავრობასთან აქტიურად ითანამშრომლოს ორივე წინადადების განხორციელებაში და მას გვერდში დაუდგეს მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქში ბიზნეს ფორუმის ორგანიზებასა და საჭირო კონტაქტების დამყარებაში“, – აცხადებს იციკ მოშე.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეხვედრა გამოფენის კურატორთან და ხელოვანთან „თიბისი კონცეპტში“
სუს-ის თანამშრომლებმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს
ოთარ შამუგიამ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთში, მოცვის დარგვის პროცესში მიიღო მონაწილეობა
ლიეტუვის საელჩო - კანონპროექტი EU-ის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება და მის ღირებულებებთან შეუთავსებელია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics