13:45 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-01 13:49:33, 722 ნახვა

სხვადასხვა
ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა გორში სკოლა გაარემონტეს

ქართველმა და ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა გორის მე-4 საჯარო სკოლაში ინფრასტრუქტურულ პროექტზე მუშაობა დაასრულეს. 

განახლებული სკოლის პრეზენტაციას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრნენ.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ევროპული სარდლობის მიერ დაფინანსდა და აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის მიერ განხორციელდა. „ჰუმანიტარული სამოქალაქო დახმარება“ საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.


„ნებისმიერი წვლილი, რომელსაც განათლებაში შევიტანთ ფასდაუდებელია. ეს საქართველოს მომავალში ჩადებული ინვესტიციაა“, - განაცხადა ნიკოლას ბერლინერმა გორში განახლებული სკოლის გახსნისას.


სკოლის სარემონტო სამუშაოებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის (CIMIC) ოფიცრები და საინჟინრო ბრიგადის 12 ინჟინერი მონაწილეობდა. პროექტის ფარგლებში საქართველოში აშშ-ის საჰაერო ძალების 435-ე ქვედანაყოფის 7 ინჟინერი და 457-ე სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის(CIMIC) ბატალიონის სამი ოფიცერი ჩამოვიდა. 

გორის მე-4 საჯარო სკოლაში განახლდა სპორტული დარბაზი, შეიღება დერეფნები, გაკეთდა პანდუსი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის, შემოიღობა სკოლის შიდა ეზო. ასევე, განხორციელდა სახურავის დაზიანებული ნაწილის რეაბილიტაცია, გაკეთდა სარინელი, გარე კარები, სარდაფში ჩასასვლელი კიბის მოაჯირი. დაგეგმილია ლიფტის მოწყობა, რითაც სკოლის ადაპტირება დასრულდება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - თავდასხმის შემთხვევაში, ირანი ისრაელს დაუყოვნებლივ უპასუხებს
რუსეთს თავს დაესხა 50 დრონი, დაზიანდა ელექტრო ქვესადგურები, გაჩნდა ხანძარი ნავთობის საცავში
მედია - სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, თუ სად გაივლის სახელმწიფო საზღვარი
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics