21:45 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-01 16:51:11, 341 ნახვა

პოლიტიკა
საპარლამენტო უმცირესობის ნაწილი ეროვნულ ბანკზე პრეზიდენტის კანონპროექტს მხარს დაუჭერს

ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ ხვალ, სხდომაზე, სადაც პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტოზე უნდა იმსჯელოს, „საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ, პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“მიგვაჩნია, რომ ამ ვეტოს დაძლევა არასწორი საქციელი იქნება. საწუხაროდ, ალბათ, პარლამენტის უმრავლესობა ამ ვეტოს დაძლევს ხმები ეყოფათ. ვინაიდან ის კანონი, რომელიც იქნა მიღებული, არღვევს კონსტიტუციურ ბალანსს ხელისუფლების შტოებს შორის. კონსტიტუციით დადგენილია, რომ პრეზიდენტის მიერ ნომინირებული საბჭოთი მართულმა ეროვნულმა ბანკმა უნდა განახორციელოს ზედამხედველობა საფინანსო სექტორზე. ხოლო, ამ კანონით მთავრობის მიერ დაკომპლექტებულ სააგენტოს მიეცა საფინანსო სექტორზე ზედამხედველობის განხორციელების უფლება. ეს არაკონსტიტუციურია, ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის დაცვის საკითხში“, - აღნიშნა შავგულიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მიხეილ მაჭავარიანის თქმით, ხვალინდელ სხდომამდე მის გუნდში იმსჯელებენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას, დაუჭერენ თუ არა მხარს პრეზიდენტის ვერსიას.

„რაც შეეხება ვეტოს, ჩვენი ყველა მეგობარი საერთაშორისო ორგანიზაცია, სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ყველა გვეუბნება, რომ ეს ცვლილებები ხელს შეუშლის საქართველოს ეკონომიკის წინსვლას. ერთადერთი ვინც ამის მხარდამჭერია, არის „ქართული ოცნება“,  მისი ეკონომიკური გუნდი, ხადური, მეჭიაური და ა.შ. ჩვენ ამ ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ  „ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტს ვეტო დაადო და საკუთარი ვარიანტი წარმოადგინა.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საბანკო სფეროს ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ითვალისწინებს.

კერძოდ, იქმნება საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი უქმდება. განხილვის პროცესში პროექტით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი შეიცვალა. მათ შორის ცვლილებები შეეხო სააგენტოს საბჭოს დაკომპლექტებისა და მისი ხელმძღვანელის არჩევის წესებს. ცვლილებების ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თამაზ მეჭიაური და ნოდარ ებანოიძე არიან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი,  მიზანშეუწონლად მიაჩნიათ  საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კუთხით ეროვნული ბანკის უფლებამოსილებების სააგენტოსათვის გადაცემა და სააგენტოს ამოცანად საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობის, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვის განსაზღვრა, ნაცვლად ეროვნული ბანკისა.

ასევე მიიჩნევენ, რომ   კანონპროექტის ამოქმედება არსებითად გამოიწვევს ფინანსური სექტორის სტაბილურობის შერყევას, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინოს ქვეყანაში ფინანსური ინსტიტუტების მდგრადობისა და სანდოობის ხარისხზე.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics