23:42 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-28 10:51:42, 268 ნახვა

ევროსაბჭომ უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუცია მიიღო

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სპეციალური რეზოლუცია მიიღო.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ დოკუმენტში ოფიციალურად ჩაიწერა, რომ ყირიმის ანექსია რუსეთმა განახორციელა. 

დოკუმენტის მიღებით, ასამბლეამ რუსეთი საერთაშორისო  სამართლის ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა.

რეზოლუციის ტექსტს მხარი 140-მა დეპუტატმა დაუჭირა, 7 წინააღმდეგი იყო, 8-მ კი,  ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

ასევე,  დეპუტატებმა უკრაინაში არსებული ვითარების ესკალაციაში  მთავარ დამნაშავედ ვლადიმერ პუტინი გამოაცხადეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა  რუსეთის  უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს  კენჭს უყრის, რის  შემდეგაც გაირკვევა რუსეთის მიმართ სანქციები გაუქმდება თუ გამკაცრდება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის აშშ-ის ვასალი არ არის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics