19:22 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-02 14:48:29, 1211 ნახვა

ეკონომიკა
სიახლე Europe-Bet - ისგან!!! 9-13 სეტემბერი, საქართველოს ღია ჩემპიონატი ნარდში!

***ნარდის მსოფლიო ფედერაცია, საქართველოს ნარდის კლუბი,  საქართველოს ნარდის ფედერაცია და “Europe-Bet.com” სიამაყით წარმოგიდგენთ: 2015 წლის 9 -13 სექტემბერს, ბათუმში  საქართველოს ღია ჩემპიონატს ნარდში!  ტურნირების სერია სტარტს იღებს 9 სექტემბერს 14:00 საათზე.

***ჩემპიონატი ნარდში, უკვე 9 წელია იმართება საქართველოში,  ბოლოს 2014 წელს, იგი ჩაქვში ჩატარდა.

***გასულ წელს ტურნირზე შეიკრიბა 13 ქვეყნის 102 საუკეთესო მონარდე. მათ შორის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი აკიკო იაზავა (იაპონია),  ექს-ჩემპიონი  მაიკ სვობოდნი (აშშ),  მსოფლიოს #1 მონარდე იაპონელი მასაიუკი მოჩიზუკი და სხვები. წელს მოლოდინი გაცილებით დიდია, ბათუმი 130 სტუმარს უმასპინძლებს.

*** 2015 წლიდან კი “Europe-Bet.com” გახდა „საქართველოს ნარდის კლუბის“ პარტნიორი.  რამდენიმე თვიანი მოლაპარაკებების შედეგად, 2015 წლის ივნისში   გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება. ტურნირის საპრიზო ფონდისათვის „Europe-Bet“ 20 000 $ -ს გამოყოფს, რომელიც დაემატება საპრიზო ფონდს.

*** მთავარ ტურნირზე რეგისტრაციის ღირებულება შეადგენს 530 $ -ს. ონლაინ უფასო და ფასიანი სატელიტების (ტურნირების) მეშვეობით, უკვე შესაძლებელია, „ევროპა-ბეთ“-ის საიტზე მთავარი ტურნირის ბილეთის მოგება. სატელიტებში უკვე ჩართულია ძალიან ბევრი უცხოელი მოთამაშე. თუმცა უცხოელ მოთამაშეებს სატელიტების გარეშეც ველოდებით, რომლებიც ადგილზე შეიძენენ ბილეთს.

*** მონაწილეებს საშუალება ეძლევათ ულამაზესი დღეები გაატარონ  საქართველოს შავიზღვისპირეთში. სტუმრები   ეცნობიან ჩვენი ქვეყნის ისტორიას, კულტურას, ღირსშესანიშნაობებს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტურნირი ერთადერთია პოსტსაბჭოთა სივრცეში.

*“ევროპა-ბეთის“ შესახებ

Europe-Bet.com დაარსდა 2010 წელს  და იქცა უდიდეს დამოუკიდებელ ონლაინ თამაშების ოპერატორად საქართველოსა და მთელს რეგიონში. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფართო სპექტრის ონლაინ თამაშებს, როგორებიცაა: ტოტალიზატორი, პოკერი,  Live კაზინო, ე.წ. რულეტკა, მობილური ონლაინ თამაშები და კლასიკური თამაშები. პირველივე დღეებიდან Europe-Bet.com-მა შემოგვთავაზა  დამოუკიდებელი ონლაინ პოკერ რუმი და ორგანიზება გაუწია ტურნირების სერიებს. 2015 წელს გახდა „World Poker Tour“-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში. ამავე წელს, „ევროპა-ბეთი“ შეიძინა „ბეთსონ ჯგუფმა“, რომელიც  50 წლიანი გამოცდილებით სათამაშო ბიზნესში ლიდერი კომპანიაა.

 

**“Betsson Group“ -ის  შესახებ

„Betsson Group“ წარმოადგენს ლიდერ მოთამაშეს სკანდინავიისა და ნიდერლანდების აზარტული ონლაინ თამაშების ბაზარზე,  აერთიანებს 20-ზე მეტ ბრენდს გლობალურად. Betsson ახორციელებს მულტი-ბრენდულ სტრატეგიას, მათ შორის რამდენიმე ისეთი ძლიერი ლოკალური ბრენდით, როგორიცაა www.betsson.com, www.betsafe.com, www.nordicbet.com, www.triobet.com, www.kroon.com. ზოგიერთი ბრენდი წარმოდგენილია მხოლოდ ერთ ბაზარზე, თუმცა ზოგი ფუნქციონირებს 20-ზე მეტ ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში Betsson ძირითადად წარმოდგენილია პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, აგრეთვე, Betsson ფლობს ადგილობრივ ლიცენზიას ესტონეთში, ოპერირებს თურქეთში B2B პარტნიორის მეშვეობით. პორტფოლიოში „ევროპა-ბეთის“ ბრენდის დამატებით, „Betsson Group“ აგრძელებს თავისი სტრატეგიული პოზიციის გამყარებას რეგიონში.

 

###

საკონტაქტო ინფორმაცია: ეკატერინე ტოროშელიძე

მარკეტინგის & PR სამსახურის უფროსი

ტელ: 599227171

ელ.ფოსტა: ktoroshelidze@europe-bet.com

 

(R)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შუახევის მერი შუბნის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის, ოთარ ფუტკარაძის 70 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს დაესწრო
ბერბოკი - კანცლერს არ ეშინია პუტინის - დროა, შეწყდეს დისკუსიები Taurus-ების უკრაინისთვის გადაცემაზე
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics