10:56 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-02 14:52:44, 366 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: თამარ ბერუჩაშვილთან დაკავშირებით ვფიქრობ, ღირსეული გადაწყვეტილება იქნება მიღებული

საქართველოს საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თამარ ბერუჩაშვილის  მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს. კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, ღირსეული გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

"ვმსჯელობთ ამაზე და ალბათ უახლოეს პერიოდში მივიღებთ გადაწყვეტილებას. თამარი ძალიან გამოცდილი დიპლომატია, ის ჩემი მეგობარია დიდი ხნის განმავლობაში და მემგონია ღირსეული გადაწყვეტილება იქნება მიღებული",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს დაავალა  გადაწყვიტოს, თუ სად გააგრძელებს მუშაობას ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
CNN - მალაიზიაში საზღვაო ძალების 2 ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა
საქართველოს გერმანელი ღვინის პროფესიონალები ეწვივნენ
პრემიერი გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
პენიტენციურ დაწესებულებებში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics