17:06 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-02 18:06:27, 622 ნახვა

პოლიტიკა
მაია მიმინოშვილი: საზოგადოებას თუ უნდა, რომ სარეგისტრაციო ფორმა მათ მაგივრად მე შევავსო, ამასაც გავაკეთებ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი აბიტურიენტთა ნაწილის პროტესტს ეხმაურება. მიმინოშვილი მიიჩნევს, რომ არა მხოლოდ საგამოცდო, არამედ ნებისმიერი პროცესის წესების გაცნობა, გათვალისწინება და პატივისცემა, ადამიანისა და მთლიანად საზოგადოების უმთავრესი მახასიათებლი უნდა იყოს. 
როგორც მიმინოშვილმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ცნობარია განთავსებული, სადაც დეტალურად წერია, აბიტურიენტმა რა როგორ უნდა გააკეთოს. აქედან გამომდინარე, მისთვის  გაუგებარია,  კიდევ რა უნდა გაკეთდეს, რათა აბიტურიენტები პრობლემებს არ შეეჯახონ.
 ამასთან, მიმინოშვილისთვის  სამწუხარო და მიუღებელია, როდესაც საუბარში პოლიტიკური აქცენტი ჩნდება.
"მე არ ვიცი რანაირად შეიძლება კიდევ დავეხმარო აბიტურიენტებს, რომ მსგავს პრობლემას არ შეეჯახონ. ცნობარი რამდენი ხანია ვებგვერდზეა განთავსებული და ცნობარში შავით თეთრზე წერია, რა უნდა გააკეთონ, როგორ უნდა გააკეთონ არჩევანი. უფრო ზუსტად, იციან, მშვენივრად იციან როგორ უნდა გააკეთონ არჩევანი. გუშინ ერთი აბიტურიენი მეუბნებოდა, 29 უმაღლესი სასწავლებელი მქონდა შერჩეული, შემდეგ წავშალე და 17 დავტოვე. ვერ მოხვდა ვერც ერთში. რომ დაეტოვებინა ის 29 არჩევანი, რას უშლიდა ხელს ვერ გავიგე.მე სხვა რა გავაკეთო არ ვიცი, ნახევრად ირონიულად,  მაგრამ ასეც ვთქვი, გაისად თუ გინდათ გავაკეთებ ასეთ რამეს: ქვედა ზღვარს დავაწესებ, ვიტყვი, რომ არ მივიღებ სარეგისტრაციო ფორმას, თუ 60 უმაღლესი სასწავლებელი მაინც არ აქვს არჩეული. თუ არ აქვს არჩეული მე თვითონ ჩავუწერ. აბა სხვა რა გამოსავალია მითხარით?! ნახევარი წელი ვეხვეწები, ვემუდარები შეიყვანეთ რამდენიც გინდათ, როგორც გინდათ გადაალაგეთ, მე არვიცი მეტი რა შეიძლება გაკეთდეს. ნახევრად ირონიულად კი ვამბობ, მაგრამ საზოგადოებას თუ ეს უნდა, რომ მათ მაგივრად მე შევავსო, ამასაც გავაკეთებ. თუ ბავშვი ჩააბარებს ისტორიას მეოთხე საგნად, სადაც ისტორია  ბარდება ყველას ჩავუწერ, მე მოვუმზადებ. უკვე მართლა არასერიოზულია ამ თემაზე საუბარი და პრეტენზიებზე ლაპარაკი",-განუცხადა მაია მიმინოშვილმა "ექსპრესნიუსს"
ინფორმციისთვის, აბიტურიენტთა ჩარიცხვები შესაძლოა, თავიდან განხორციელდეს.  როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, თუკი  ყველა მხარის  (ზემდგომი უწყებების, უმაღლესი სასწავლებლების, აბიტურიენტების (ჩარიცხულებისიც) და მთლიანად საზოგადოების) თანხმობა იქნება, მზად არიან, ჩარიცხვების ხელახლა განხორციელების პროცესი დაიწყონ.
მიმინოშვილი შექმნილ ვითარებაში სხვა გამოსავალს ვერ ხედავს, ვინაიდან მისი განმარტებით, გამონაკლისის, თუ ცვლილების დაშვებისას, მთავარია სამართლიანობის პრინციპის შენარჩუნება  და ერთი ჯგუფის მოთხოვნის გათვალისწინება და  მეორის იგნორირება, უსამართლობა იქნება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში „საქართველოს ბანკის“ Ads Manager-ს შეასწავლიან
კობახიძე - ევროპარლამენტარებმა ვერ მოიშალეს ზრუნვა სააკაშვილზე - ეს არის ინდიკატორი, ამ ადამიანებს სინამდვილეში რა ამოძრავებთ
აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო გამოფენებზე გრძელდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics