12:34 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-03 10:11:42, 522 ნახვა

საზოგადოება
საინიციატივო ჯგუფი თამაზ მეჭიაურისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

საინიციატივო ჯგუფი პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე თამაზ მეჭიაურისგან, გუშინ,  სესიაზე საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიმართ გაკეთებული განცხადების გამო, ბოდიშის მოხდას ითხოვს.

მათ პეტიცია  შეიმუშავეს, რისთვისაც 1000 ხმაა საჭირო.

„2015 წლის 02 სექტემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტარმა თამაზ მეჭიაურმა, საქართველოს პრეზიდენტი  მოიხსენია როგორც "ენჯეოშნიკი სოროსელი",  რომელიც "ნერვებს უშლის"  (იგულისხმებოდა ვეტოს უფლების გამოყენება) მასაც და მოსახლეობასაც.

მივიჩნევთ, რომ  პარლამენტის წევრის მიერ პრეზიდენტის მსგავსი შეფასება წარმოადგენს პრეზიდენტის, როგორ ინსტიტუტის შეურაცხყოფას, ატარებს უკიდურესად ნეგატიურ ხასიათს და არ შეესაბამება დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების შტოებს შორის დამოკიდებულების პრინციპებს. თავის გამოსვლით თამაზ მეჭიაურმა ასევე დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი კონტექსტი მიანიჭა არასამთავრობო  სექტორის წევრობას და კონკრეტულ არასამათავრობო ორგანიზაციას, რაც ასევე მიუღებელი  და აღმაშფოთებელია.

მოვითხოვთ, რომ თამაზ მეჭიაურმა ბოდიში მოიხადოს საზოგადოების წინაშე პარლამენტის წევრისათვის შეუფერებელი, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორისათვის შეურაცხმყოფელი პოზიციის გამო“, – ნათქვამია პეტიციაში.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის პროექტი სამუშაო შეხვედრაზე განიხილა
მერია - მუნიციპალური ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება
ზელენსკი - რუსეთის რესურსებს ვერ ვუტოლდებით, მაგრამ უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის დამარცხება გამბედაობით, მონდომებით და იდეებით
სააგენტო - ზოგიერთ მუნიციპალიტეტსა და დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ფიქსირდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics