15:41 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-03 11:52:55, 508 ნახვა

საზოგადოება
ზოოპარკის ტერიტორია სავარაუდოდ სექტემბრის შუა რიცხვებში გაიხსნება

ზოოპარკის ტერიტორიზე ე.წ. ზედა ნაწილის გახსნა, რომელიც 13 ივნისის სტიქიის დროს ნაკლებად დაზიანდა 13 სექტემბერს იგეგმება.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, შემოიღობება ზოოპარკის ტერიტორია, შიგნით კი ე.წ ქვედა და ზედა იარუსებს შორის ტიხარი გაკეთდება.

რაც შეეხება საბავშვო ატრაქციონებს,მერის განცხადებით, მათი დიდი ნაწილი უკვე მოყვანილია მწყობრში.

ამასთან, თბილისის ნარმანიას ინფორმაციით, მდინარე ვერეს ხეობაში სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს. დაზიანებულ გზაზე კეთდება სახიდე გადასასვლელი, წესრიგდება ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორია და ხორციელდება სამუშაოები, რათა ეტაპობრივად მოსახლეობამ თავისუფლად გადაადგილება მზიურის ტერიტორიაზეც შეძლოს.

„სამუშაოები მიმდინარეობს საკმაოდ ინტენსიურ რეჟიმში. გვინდა, რომ სექტემბრის შუა რიცხვებისთვის  ზოოპარკის ტერიტორია გაიხსნას და ეტაპობრივად ადამიანებმა შეძლონ თავისუფლად მზიურის ტერიტორიაზე შემოსვლა. რაც შეეხება გზას, გზის ერთი ნაწილი გაიხსნება სექტემბის შუა რიცხვებისთვის, ხოლო სექტემბრის ბოლოს მთლიანად გვინდა რომ გმირთა მოედანი-თამარაშვილის დამაკავშირებელი გზა გაიხსნას, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ყველაფერი დროულად გაკეთდეს.  ადგილზე დავათვალიერეთ სამუშაოები და დამატებითი დავალებები მივეცით სამსახურებს, რათა მაქსიმალურად მოწესრიგებულები დავხვდეთ მოსახლეობას, რომელიც წლების განმავლობაში ამ ინფრასტრუქტურით სარგებლობდა და აქვს სურვილი, რომ მომავალშიც ისარგებლოს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის, ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, მზიურის ტერიტორიაზე გამხმარი და დაზიანებული ხეები მოიჭრება და ტერიტორია დასუფთავდება.

„ვფიქრობთ, რომ 11-12 სექტემბერს დავასრულებთ ტერიტორიის წესრიგში მოყვანას. ასევე, მზიურის ტერიტორიაზე განვახორციელებთ დაზიანებული და გამხმარი ხეების მოჭრას,  გამოტანას და ტერიტორიის შეძლებისდაგვარად დასუფთავებას ისე, რომ მზიურშიც ეტაპობრივად  შეძლონ უკვე ვიზიტორებმა   ჩამოსვლა და დასვენება“,- განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.

მისივე თქმით, გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, ზოოპარკის  ტეროტორია  საბოლოოდ მთლიანად მოირეცხება და ვიზიტორების მისაღებად მზად იქნება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს პროკურატურაში, ევროკავშირთან თანამშრომლობით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე პროკურორთა და გამომძიებელთა სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა
თავდაცვის მინისტრი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულთა პანაშვიდს დაესწრო
შოლცი - გერმანია უკრაინისთვის Taurus-ების მიწოდებაზე უარს ამბობს, რადგან რუსეთსა და ნატოს შორის ომის თავიდან არიდებას ცდილობს
ნინო თანდილაშვილმა ბრიუსელში, გენერალური დირექტორატის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics