03:14 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-03 12:21:59, 345 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: ნებისმიერი პირი, რომელიც აზარტული თამაშებით იქნება დაკავებული, შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლდება

თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, რამდენიმე ჯარისკაცმა, რომელიც აზარტული თამაშებით იყვნენ დაკავებულები, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს. 

მინისტრის თქმით, თუ ნებისმიერი პირი შემჩნეული იქნება და დადასტურდება, რომ აზარტული თამაშებით არის დაკავებული, ან კაზინოების მოსარგებლეა, პირველივე შემთხვევაში შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლდება. 

„სამწუხაროდ, კიდევ ერთმა ჯარისკაცმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით. ჯარში არის რამდენიმე ასეთი შემთხვევა.  ხშირად სტატისტიკა ადასტურებს, რომ ეს გამოწვეული იმის გამო, რომ აქვთ ვალები ვალები და მათ შორის აზარტული თამაშებით არიან დაკავებულები. ამის კვალობაზე კი, სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებენ. ჩვენი ამოცანაა, პრევენციული რონისძიებები გავატაროთ, რათა ჯარში ასეთი შემთხვევები აღარ იყოს, ან მინიმალიზაცია მოვახდინოთ.  ნებისმიერი პირი, რომელიც მუშაობს თავდაცვის სამინისტროში, იქნება ეს სამხედრო თუ სამოქალაქო, და დადასტურდება, რომ არის აზარტული თამაშებით დაკავებული, არის მოსარგებლე კაზინოების ან სხვა ფორმების, პირველივე შემთხვევაში გათავისუფლდება შეიარაღებული ძალებიდან“, – აღნიშნა ხიდაშელმა.

მისივე განცხადებით, ნებისმიერი პირი, რომელიც მოიხმარს ნარკოტიკს და სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე არაფხიზელ მდგომარეობაში იქნება შემჩნეული, ის შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლდება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics