13:03 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-03 12:44:12, 574 ნახვა

საზოგადოება
ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ახალი სერვისი დაინერგა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან გორგილაძე და მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ახალი სამედიცინო სერვისის დანერგვის პროცესს გაეცნენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის რეფერალურმა ჰოსპიტალმა დასავლეთ საქართველოში პირველმა დაამონტაჟა დენსიტომეტრიის აპარატი, აღნიშნული მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კვლევა განსაკუთრებული სიზუსტით ასახავს ძვალ სახსროვანი სისტემის მდგომარეობას.

„დენსიტომეტრიის ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეპროდუქციულ ასაკს გადაცილებული ქალებისთვის, ხანგრძლივად ჰორმონოთერაპიაზე მყოფი პაციენტებსთვის და მათთვის ვისაც ოსტეოხონდროზისა და ოსტეოპორზის დიაგნოზი აქვს დასმული. კვლევის ჩატარების შემდეგ ზუსტად დგინდება ძვლების მინერალიზაციის ხარისხი რაც ხანდაზმულ ასაკში სპონტანური მოტეხილობების რისკს მინიმუმადე ამცირებს.

“სამედიცინო კორპორაცია ევექსის” მიერ აღნიშნული სამედიცინო სერვისის დანერგვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს აჭარის რეგიონისთვის სადაც ჰაერის ტენიანობა მაღალია, რაც რევმატიული და ფილტვის ობსტრუქციული დაავადებების რისკს ზრდის“, -განაცხადა “სამედიცინო კორპორაცია ევექსის” შინაგანი მედიცინისა და ამბულატორიის სერვისების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა მარიკა თოიძემ.

ახალი სერვისის გაშვებასთან დაკავშირებით დღესვე რეფერალურ საავადმყოფოში ჩაქვის რეაბილიტაციის ცენტრის პაციენტებისათვის ჩატარდა უფასო დენსიტომეტრიული კვლევა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის პროექტი სამუშაო შეხვედრაზე განიხილა
მერია - მუნიციპალური ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება
ზელენსკი - რუსეთის რესურსებს ვერ ვუტოლდებით, მაგრამ უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის დამარცხება გამბედაობით, მონდომებით და იდეებით
სააგენტო - ზოგიერთ მუნიციპალიტეტსა და დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ფიქსირდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics