04:36 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-03 13:20:08, 495 ნახვა

საზოგადოება
ევროპის სოციალური კომიტეტი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს ხვდება

ევროპის სოციალური კომიტეტი, საქართველოს მთავრობის წარმოამდგენლებთან ერთად სოციალური ქარტიის არარატიფიცირებული მუხლების  რატიფიცირების საკითხს განიხილავენ. 

ამ მიზნით, ევროპის სოციალური კომიტეტი საქართველოს მთავრობას 5 წელიწადში ერთხელ ხვდება.  მხარეებს შორის ეს რიგით მეორე შეხვედრაა. პირველად ისინი 2010 წელს იმყოფებოდნენ საქართველოში.

სოციალური ქარტია აყალიბებს ადამიანის სოციალური და ეკონომიკური უფლებების გარანტიას. დოკუმენტი დაყოფილია ნაწილებად, რომლებიც მოიცავს ზოგად პრინციპებს, კონკრეტულ უფლებებსა და სახელმწიფოთა ვალდებულებებს.

მასში მოცემულია მთელი რიგი პრინციპები და უფლებები, რომლებიც უკავშირდება სოციალური პოლიტიკის საკითხებს, რომლის შესრულება ევალება ყველა ხელმომწერ სახელმწიფოს.  ეს უფლებებია: თანაბარი სამუშაო პირობები, გაერთიანების თავისუფლება, კოლექტიური ხელშეკრულებები, სოციალური უზრუნველყოფა, ახალგაზრდების სოციალური, სამართლებრივი და ეკონომიკური დაცვა, თანასწორუფლებიანობა და თანაბარი მოპყრობა, სოციალური დაცვა და დაცვა სიღარიბისაგან.

ქარტიის მეორე ნაწილში მოცემულია უფლებათა ჩამონათვალი, რომელთა ამორჩევაც შეუძლიათ სახელმწიფოებს. ქარტია აყალიბებს მეთვალყურეობის მექანიზმს, რათა უზრუნველყოფილი იყოს წევრი და ხელმომწერი სახელმწიფოების მხრიდან მასში განსაზღვრული უფლებების შესრულება. ამ მიზნით სახელმწიფოებმა ყოველწლიური ანგარიში უნდა წარუდგინონ სოციალურ უფლებათა ევროპულ კომიტეტს საკუთარი საქმიანობის შესახებ.

სოციალური ქარტიის რიგი მუხლების სავალდებულოდ აღიარება მოხდა საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წელს. მას შემდეგ საქართველო ყოველწლიურად ახდენს ანგარიშგებას ქარტიით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია,  სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნინო ოდიშარია და ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე.

დღევანდელ შეხვედრაზე სხვა თემებთან ერთად განიხილეს შემდეგი საკითხები: დასაქმება, მომზადება/გადამზადება და თანაბარი შესაძლებლობები; შრომის სამართლიანი პირობები;  უსაფრთხო და ჯანმრთელო სამუშაო პირობები; დღესდღეობით საქართველოში უკვე რატიფიცირებულია სოციალური ქარტიის 63 პუნქტი.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics