00:57 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-03 14:28:03, 451 ნახვა

საზოგადოება
სემეკის სხდომაზე სოსო შატბერაშვილმა და თელასის წარმომადგენელმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების  მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომაზე, სადაც „თელასის“ ტარიფებს განიხილავენ დაპირისპირება მოხდა.

სხდომაზე მემარცხენე ალიანსის წევრმა სოსო შატბერაშვილმა და „თელასის“ წარმომადგენელმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

დაპირისპირების შედეგად, დაცვის თანამშრომლებმა ორივე მათგანი დარბაზიდან გაიყვანეს.

ცნობისთვის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია  „თელასის“ ტარიფთან დაკავშირებით საჯარო სხდომას მართავს.

სემეკმა სს "თელასისთვის" ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფები უნდა დაადგინოს.

 ,,ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტს ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი წარადგენს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics