00:36 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-03 15:27:35, 798 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში მრავალფუნქციიური კომპლექსი „ალიანს პალასი“ აშენდება

ბათუმში კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ხიმშიაშვილის ქუჩაზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე  ორ წელიწადში   38 სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი „ალიანს პალასი“ გაიხსნება, რომლის  პირველ რვა  სართულზე საერთაშორისო ბრენდის „მერიოტის“ სასტუმროს განთავსება იგეგმება.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, „Marriott International“ აჭარაში  ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად  შემოდის. უკვე ხელმოწერილია ძირითადი მემორანდუმი და მიმდინარეობს ხელშკერულების დეტალების დამუშავება.

საძირკვლის ჩაყრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აჭარის   მთავრობის თავჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის   უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, აჭარის   ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე,  ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და სხვა თანამდებობის პირები დაესწრნენ.  ასევე ამერიკის სასტუმროთა ასოციაციის "ემირიტუს"  პრეზიდენტი  ჯოზეფ მაკინერნეი და კომპანიის დირექტორი გიორგი ბიწაძე.

„ალიანს პალასი“  საქართველოს ისტორიაში, პირველი ასეთი ტიპის პროექტია, რომელიც საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს და საცხოვრებელ აპარტამენტებს აერთიანებს. მისი საერთო საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონი აშშ დოლარია.  კომპლექსის მშენებლობის დროს 1200 , ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ ოპერირებისას  300 ადამიანი დასაქმდება.   იგეგმება აპარტამენტების მართვის საერთაშორისო ბრენდისთვის გადაცემა. ამ საკითხზე მოლაპარაკებები მსოფლიოში აღიარებულ მენეჯმენტ კომპანიებთან უკვე მიმდინარეობს, რაც აპარტამენტების მართვის გამართულობის და ორგანიზებულობის წინაპირობაა.

   ექსკლუზიური არქიტექტურის მქონე მრავალფუნქციური კომპლექსის ავტორი ბათუმელი არქიტექტორი მინდია გურგენიძეა.  პროექტი, რომელიც  მოიწონა „მერიოტის “ ქსელის ხელმძრვანელობამ  ზღვასთან და ბათუმის ბულვართან ახლოს,  ქალაქის ელიტარულ უბანში მდებარეობს. კომპლექსში გათვალისწინებულია  აპარტოტელისთვის საჭირო საერთაშორისო სტანდარტების  ინფრასტრუქტურა და მომსახურება.  მიწისქვეშა ავტოსადგომი, ღია და დახურული აუზები, გამაჯანსაღებელი კომპლექსი, კაზინო, რესტორნები და ა.შ. ალიანს პალასი საერთაშორისო ხარისხისა და სტანდარტების შესაბამისად იქნება აშენებული.








ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics