00:02 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-03 17:01:58, 464 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები სოფლის ექიმებს შეხვდნენ

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თემის სამედიცინო პუნქტები 2016 წელს მართვაში მუნიციპალიტეტების გამგეობებს გადაეცემათ.

აღნიშნულის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ლევან გორგილაძემ და ზურაბ თენიეშვილმა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელ ბესიკ ბაუჩაძესთან ერთად რიყეთისა და დიოკნისის თემების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

„აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სისტემატურად ეცნობა პირველადი ჯანდაცვის ცენტრების საქმიანობას და საჭიროების შემთხვევაში ექიმებს ეხმარება პრობლემების გადაჭრაში. ჩვენ გვსურს, რომ პირველადი ჯანდაცვის ორგანიზებაში მეტი როლი დაეკისროს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. პჯდ ცენტრების შენობების უმრავლესობა უკვე გადასულია გამგეობების ბალანსზე, პროცესი გრძელდება, გამგეობები ასევე უზრუნველყოფენ მათ სარემონტო და აღჭურვის საკითხებს. 2015 წელს მუნიციპალიტეტების მართავში გადავა თემის სამედიცინო პუნქტებიც, რაც გაამარტივებს მათ საქმიანობას, მონიტორინგს, აღჭურვას, კომუნალურ და სარემონტო საკითხებს“, -აღნიშნა ლევან გორგილაძემ ექიმებთან გამართულ შეხვედრაზე. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო „სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების” 2015 წლის პროგრმის ფარგელებში თსპ-ის მედდებს ხელფასითა  და პირველადი სამედიცინო დახმარების მედიკამენტებით, ასევე სადიაგნოსტიკო საშუალებებით ამარაგებს. პროგრამის ფარგლებში აჭარის სოფლის მოსახლეობას ექიმამდელ სამედიცინო დახმარებას 230 მედდა უწევს.

მიმდინარე წელს, სამინისტრო სოფლებში საექიმო კადრების დამაგრების, მათი სოციალურ-ეკონომიური პირობების გაუმჯობესების და სოფლის მოსახლეობისათვის ბაზისური, უწყვეტი სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიზნით პჯდ ცენტრების ექიმების მატერიალურ სტიმულირებასაც ახდენს. პროგრამის „სოფლის ექიმების დამატებითი შრომის ანაზღაურება“ ფარგლებში მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების - ქედის, შუახევისა და ხულოს სოფლის ექიმებს ყოველთვიურად ხელფასზე დანამატის სახით ერიცხებათ 300 ლარი, ხოლო ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებს 150 ლარი.

სამინისტროს წარმომადგენლები მორიგ შეხვედრას ქედის მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ექიმებთან გმართავენ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics