23:23 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-03 19:37:06, 405 ნახვა

პოლიტიკა
თამაზ მეჭიაური: ვერ გავიგე, პრეზიდენტი რატომ არ გვეთანხმებოდა

პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარესთვის, თამაზ მეჭიაურისთვის გაუგებარია, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონში ცვლილების შეტანას რატომ არ ეთანხმებოდა.

„ვერ გავიგე პრეზიდენტი რატომ არ გვეთანხმებოდა. ჩვენ რაც შეგვეძლო, არგუმენტებით დავასაბუთეთ, რატომ უნდა მიგვეღო ეს კანონი და მივიღეთ კიდევაც. ეს მას უნდა დაესაბუთებინა, რატომ იყო მისთვის მიუღებელი პრინციპული ცვლილებები, რომელიც ჩვენ შევიტანეთ. მას უბრალოდ არ აწყობს არსებული სიტუაცია“, – აღნიშნა მეჭიაურმა.

ცნობისთვის, თამაზ მეჭიაურისა და ნოდარ ებანოიძის კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, პრეზიდენტმა ვეტო დაადო. დღეს კი, პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

 ებანოიძისა და მეჭიაურის მიერ მომზადებული ცვლილებები ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საბანკო სფეროს ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ითვალისწინებს.

კერძოდ, იქმნება საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი უქმდება. განხილვის პროცესში პროექტით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი შეიცვალა. მათ შორის ცვლილებები შეეხო სააგენტოს საბჭოს დაკომპლექტებისა და მისი ხელმძღვანელის არჩევის წესებს. ცვლილებების ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თამაზ მეჭიაური და ნოდარ ებანოიძე არიან.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics