10:27 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-04 09:56:18, 559 ნახვა

ეკონომიკა
2015 წლის იანვარ-აგვისტოში საგადასახადო შემოსავლებმა 5 ლრდ 151მლნ 200 ათასი ლარი შეადგინა

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საზოგადოებას მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს ბიუჯეტის შესრულებაზე  ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც მან განაცხადა, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში საგადასახადო შემოსავლებმა  5მლრდ 151მლნ 200ათასი ლარი შეადგინა, რაც მინისტრის თქმით, წლიური გეგმის 66 %-ია.

"აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის იმავე პერიოდს 530მლნ ლარით ანუ დაახლოებით 11%-ით აღემატება. 2015წლის იანვარ -აგვისტოში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში შეადგინა 6 მლრდ 304მლნ ლარი, რაც წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს 823მლნ ლარით აღენატება. 9თვის გეგმის 87პროცენტია. გადასახადებზე გითხარით რომ ეს არის 66პროცენტი, სხვა შემოსავლებზე 65პროცენტი, არაფინანსური აქტივების კლება არის 71პროცენტი",- აღნიშნა ხადურმა.  

რაც შეეხება გადასახდელებს, ნოდარ ხადურის განცხადებით, იანვარ -აგვისტოში გაწეული გადასახდელები ჯამში 6 მლრდ 10 მლნ ლარია, რაც 9 თვის გეგმის 83%-ს შეადგენს.

"იანვარ აგვისტოში წელს დახარჯულია 660მლნ ლარი-ით მეტი წინა წლის იმავე მაჩვენებელთან შედარებით. სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების იანვარ-აგვისტოს პერიოდში კაპიტალური პროექტების განხორციელებაზე გაწეულია უკვე 900მლნ ლარი, რაც 32პროცენრით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებლს",- განაცხადა ნოდარ დაურმა.

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფეისბუკებში დაუწერიათ, ხმას რათ არ იღებსო, კი ვიღებ, მარა დამღლელი ჩანს ალბათ“ - „პუბლიკა“ აკა მორჩილაძის წერილს აქვეყნებს
კალაძე - ჩვენ ვიცავთ ჩვენს თვითმყოფადობას, ეკლესიას, სარწმუნოებას - ამ ყველაფერით გვინდა ევროპაში
პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს
პრეზიდენტი - პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა!

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics