15:37 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-04 12:52:42, 342 ნახვა

პოლიტიკა
შშმ ბავშვებს პენსია 160 ლარამდე გაეზარდათ

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების პენსია 100 ლარის ნაცვლად 160 ლარი იქნება. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

"დღეს საქართველოს მთავრობამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს, რომლებსაც დღემდე ჰქონდათ 100 ლარი პენსია, გაეზარდათ პენსია 160 ლარამდე. ეს გახლავთ 9 000 -ზე მეტი ბავშვი და ამით ფაქტობრივად შესრულდა ის დანაპირები, რომლებმაც გაიჟღერა ამ რამდენიმე თვის წინ შშმ ბავშვების მშობლებთან",-განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ.

მისივე თქმით, 160 ლარამდე პენსია ასევე მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც გაეზრდებათ. "მიღებულ იქნა ასევე გადაწყვეტილება მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პენსიის გაზრდის შესახებ 160 ლარამდე. მთლიანობაში საქართელოს ბიუჯეტს ეს დაუჯდება დაახლოებით, 3 100 000 ლარი, რომელიც წლის ბოლომდე მობილიზებული იქნება",-აღნიშნა ზაზა სოფრომაძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კასპში "დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის „კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის ფარგლებში, უფასო სამედიცინო აქცია დასრულდა
შსს - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით, ერთი პირი დავაკავეთ
კობახიძე - ამ რეზოლუციას ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს
კახა ცერცვაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics