22:36 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-04 13:21:23, 450 ნახვა

პოლიტიკა
აჭარის კულტურისა და განათლების მინისტრის მოადგილედ ნათია სირაბიძე დაინიშნა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის, სპორტის და განათლების მინისტრის მოადგილის პოსტზე ნათია სირაბიძე დაინიშა. 
მინისტრის ახალი მოადგილე კულტურის სფეროს მიმართულებას გაუწევს კოორდინირებას.
როგორც სირაბიძემ აღნიშნა, მისი მიზანია აჭარის კულტურის ისტორია მაქსიმალურად წარმოაჩინოს. 
 „ მე ვარ მასობრივი კომუნიკაციის სპეციალისტი და ყველაზე მეტად სწორედ კულტურას სჭირდება წარმოჩენა და პიარი. ჩემს გუნდთან ერთად ვეცდები მაქსიმალურად წარმოვაჩინო აჭარის ისტორია და კულტურა, გავზარდოთ მასზე მოთხოვნა საქართველოსა და საერთაშორისო მასშტაბით, ჩვენი კულტურა უნდა იყოს მასობრივად ხელმისაწვდომი და მიმზიდველი როგორც ქართველისთვის, ასევე ჩამოსული ტურისტისთვის. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ადგილობრივი ხელოვანების წინსვლას და განვახორციელოთ პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ამ სფეროს განვითარებას“. – განაცხადა ნათია სირაბიძემ.
ცნობისთვის, ნათია სირაბიძე აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის პოსტს იკავებდა, ბოლოს კი საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობდა.
 ნათია სირაბიძე გახლავთ ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორანტი (BSU), მასობრივი კომუნიკაციის მაგისტრი (UCF) და ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის მაგისტრი (GIPA). აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის 8-წლიანი გამოცდილება, მათ შორის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში. კითხულობდა ლექციებს ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტსა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 10 წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე ბეჭდურ, რადიო და ტელე მედიაში. იყო საგანმანათლებლო-შემეცნებითი სატელევიზიო გადაცემების - „დებატები“, „ამერიკა დღეს“ ავტორი და პროდიუსერი, დოკუმენტური ფილმების და სოციალური სარეკლამო რგოლების პროდიუსერი; არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომისა და საჯარო გამოსვლის სახელმძღვანელოს ავტორი; გავლილი აქვს პროფესიული ტრენინგები ამერიკის, ევროპისა და აზიის ქვეყნებში. წარდგენილი იყო ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტის უმაღლეს ჯილდოზე „პეგასის ორდენზე“; არის სან დიეგოს (კალიფორნია) საპატიო მოქალაქე.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სპეცრაზმმა წიწაკის სპრეი გაუშვა და გამაფრთხილებელი სიგნალი ჩართო - ვიდეო
მიშელი - ეს კანონპროექტი საქართველოს ევროპასთან კი არ დააახლოებს, არამედ დააშორებს
ხაბეიშვილი - თუ ხელისუფლებას არ სურს პროვოკაცია, ჩაატარონ პლებისციტი არჩევნებთან ერთად და კანონის ბედი ხალხმა გადაწყვიტოს
„კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი აღკვეთილი იქნება და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“ - შსს განცხადებას ავრცელებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics