10:34 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-04 13:45:32, 699 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: სუბსიდირებისათვის საჭირო რესურსს ქალაქი აუცილებლად გამოძებნის

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ამ წუთის მდგომარეობით მიმდინარეობს გადათვლა, თუ რა თანხები იქნება საჭირო სოციალურად დაუცველებისათვის სუბსიდირების ნაწილში.

ქუმსიშვილი ირწმუნება, რომ სუბსიდირებისათვის საჭირო რესურსი აუცილებლად გამოიძებნება.

"ჯანდაცვის სამინისტროსა და ქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას შორის მონაცემები და ინფორმაცია უკვე გაცვლილია და ამწუთის მდგომარეობით მიმდინარეობს გადათვლა, თუ რა თანხები იქნება საჭირო სოციალურად დაუცველებისათვის სუბსიდირების ნაწილში და შესაბამისად, ქალაქი აუცილებლად გამოძებნის ამის რესურს.პრივატიზება გაგრძელდება",-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისში ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სს “თელასს“ ახალი სამომხმარებლო ტარიფი გუშინდელ საჯარო სხდომაზე დაუდგინა. სემეკის გადაწყვეტილებით, დღგ-ს გარეშე, 101 კვტსთ-ის ჩათვლით დენის ფასი, 8.034 თეთრი/კვტსთ-ის ნაცვლად, 11.000 თ/კვტსთ იქნება.101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით, 10.56 თეთრი/კვტსთ-ის ნაცვლად, 14.400 თ/კვტსთ იქნება; 301 კვტსთ-დან ფასი 14.998 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, 18.200 თ/კვტსთ იქნება. შეგახსენებთ, "თელასმა" ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სატარიფო განაცხადით 23 ივლისს მიმართა. კომპანიამ სატარიფო განაცხადის წარმოდგენის საფუძვლად, აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მკვეთრი ცვლილება, შესასყიდი ელექტროენერგიის გაზრდილი ფასი და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდა დაასახელა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯეიკ სალივანი აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტების გადაცემას ადასტურებს
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics