18:25 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-04 14:19:21, 328 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

თბილისში მიმდინარე  ამბასადორიალის ფარგლებში შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

კონფერენციის დასკვნით დღეს  საქართველოს თავდაცვის მინისტრი  ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა.

ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის თემატურ შეხვედრაზე თინათინ ხიდაშელმა ქართველ დიპლომატებთან ვარშავის სამიტის მოსამზადებელი პროცესი განიხილა. საუბარი ასევე შეეხო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებს.

„მე ყველა ელჩს მოვახსენე იმ ვიზიტების შესახებ, რომელიც უკვე განხორციელდა და სამომავლოდ არის დაგეგმილი. ჩემი ამოცანა იყო, მიმეღო რჩევები და რეკომენდაციები იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ყველაზე უკეთ იციან  განწყობები, პერსპექტივები და დამოკიდებულებები, რომელიც  საქართველოს მიმართ არსებობს მათი სამუშაო ქვეყნების დედაქალაქებში. 9 სექტემბრიდან ვიწყებ ვიზიტს ნატოს წევრ 6 ქვეყანაში. ასევე დავგეგმეთ ოქტომბერ-ნოემბრის სავარაუდო ვიზიტები იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენი ელჩები ჩემს მონაწილეობას საჭიროდ მიიჩნევენ. მსგავსი ვიზიტები საქართველოს საკუთარი არგუმენტების გაძლიერებაში დაეხმარება.  მსოფლიოს უსაფრთხოების არენაზე მოთამაშე ნატოს წევრ და არაწევრ პარტნიორ ქვეყნებში ჩემი გამგზავრების მთავარი მიზანი საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებაა. თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატიდან საქართველომ რაც შეიძლება მეტი სარგებელი უნდა მიიღოს. სამომავლო ვიზიტების მეორე მთავარი მიზანი ჯერ მინისტერიალისთვის, ხოლო, შემდეგ უკვე სამიტისთვის ჩვენი არგუმენტების გაძლიერება, გამყარება და მობილიზებაა“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ცნობისთვის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - ამბასადორიალი 2 სექტემბერს გაიხსნა და დღეს საღამოს დასრულდება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ეს სამება ურყევია, მასში ვერც ვერაფერი ჩანაცვლდება და ვერც მოაკლდება!
ლაშა ხუციშვილი ADB-ის პრეზიდენტს შეხვდა
მდინარაძე - ოკუპანტ ქვეყანას ეს კანონი ისედაც ეხება
მდინარაძე - კანონის მეორე მოსმენაზე საზოგადოებისთვის გაცილებით საინტერესო იქნება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics