22:25 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-04 15:50:05, 524 ნახვა

სამართალი
სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ ნოდარ ნასარიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ ნოდარ ნასარიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.

„თბილისის  საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ,  სრულად  გაიზიარა ქალაქ თბილისის პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 35 წლის ალექსანდრე გიორგაძის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო ნოდარ ნასარიძე. სასამართლომ მას სასჯელის ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა  განუსაზღვრა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 11 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შპს „თბილქალაქპროექტის“ ადმინისტრაციულ შენობაში, ნოდარ ნასარიძემ   უკანონოდ შეძენილი „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, ალექსანდრე გიორგაძეს ჭრილობა მიაყენა გულმკერდის არეში, რომლის შედეგადაც ეს უკანასკნელი  ადგილზევე გარდაიცვალა.  გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, იმავე დღეს დაკავდა ნოდარ ნასარიძე და  ამოღებული იქნა ზემოთხსენებული უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი.  მოგვიანებით მას  წარედგინა   ბრალდება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 108-ე მუხლით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics