2015-09-04 15:53:12, 547 ნახვა
საზოგადოება
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო უწყებიდან აცნობეს.
მოგვიანებით, ბიორგე ბრენდემ კუკიის სასაფლაოზე ნორვეგიელი ხელოვანის დაგნი იუელის საფლავი მოინახულა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან