04:25 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-04 16:19:52, 339 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: ტელევიზიის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებებს მეტი სიცხადე და დასაბუთება სჭირდება

თუნდაც ის, რომ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ნებისმიერი კითხვა დაგვისვათ მთავრობის წევრებს და ამ სამი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია მედიაზე ზეწოლის არცერთ ფაქტს, ამას სჭირდება აღიარება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს მედია თავისუფალია სახელისუფლებო ზეწოლისგან. რაც შეეხება ტელევიზიებში გადაცემების დახურვის ფაქტს, მთავრობის მეთაურმა ტელეკომპანიების ხელმძღვანელების მხრიდან გადაწყვეტილებების უკეთ დასაბუთება ისურვა. 

"მესამე წელია ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა, რომ მედიის თავისუფლების კუთხით საქართველო პირველ ადგილზეა და რაც უნდა ილაპარაკონ ამ თემაზე ოპონენტებმა, ეს არის მხოლოდ საუბარი, შედეგი კი არის თავისუფალი მედია. თუნდაც ის, რომ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ნებისმიერი კითხვა დაგვისვათ მთავრობის წევრებს და ამ სამი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია მედიაზე ზეწოლის არცერთ ფაქტს, ეს არის რეალობა. ამას სჭირდება აღიარება. რაც შეეხება ტელევიზიის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებებს გადაცემებთან დაკავშირებით, საჭიროა მეტი სიცხადე, დასაბუთება და ეს ალბათ უნდა მოკითხოთ შესაბამისი ტელევიზიების ხელმძღვანელებს", - აღნიშნა პრემიერმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics